| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
საბაზო საფეხურის წარჩინებით -10-ქულიანი შეფასებით დასრულებისთვის, ჯილდო ლენტეხის N1 საჯარო სკოლის11-მა მოსწავლემ - ნიკოლოზ ტვილდიანმა, მარიამ ლიპარტელიანმა, თამარ ბენდელიანმა, ნინო ხვისტანმა, ნინი ტვილდიანმა, ნია ლიპარტელიანმა, დეა ბენდელიანმა, ლევან გასვიანმა, ლუკა გასვიანმა, თამარ გაზდელიანმა, თამარ ბენდელიანმა დაიმსახურა.
ღონისძიებას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რესურსცენტრის თანამშრომლები დაესწრნენ, რომლებმაც წარჩინებული მოსწავლეები პირადად დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები, რომელთათვისაც ამოსავალი წერტილი მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების მიცემაა, წარჩინებულებს ჯილდოს მიღებას ულოცავენ.
„ვულოცავთ თითოეულ მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას და მომავალში ვუსურვებთ წინსვლას ჩვენი კუთხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში