სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საუბრები მათემატიკაზე“ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ცნობილ მეცნიერებთან შეხვედრა გაიმართა
21-03-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა სწავლისადმი ინტერესის გაღვივებისა და განვითარების მიზნით, საინტერესო შეხვედრები იმართება.

ამჯერად, გიმნაზიაში მათემატიკის კათედრისა და მათემატიკის მოყვარულთა კლუბის (ხელმძღვანელი შორენა ოქრიაშვილი) ინიციატივით, ცნობილ მეცნიერებთან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გამოთვლითი მათემატიკის დირექტორთან, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიასთან და ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარესთან, პროფესორ ჰამლეტ მელაძესთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედროს თემა - „საუბრები მათემატიკაზე“ გახლდათ.

შეხვედრას გიმნაზიის მათემატიკის მოყვარულთა კლუბის წევრები, დირექციის წარმომადგენლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

„ბატონმა ვახტანგ კვარაცხელიამ ისაუბრა ქართული მათემატიკური სკოლის ისტორიასა და მის მიღწევებზე, ბავშვებს გააცნო მათემატიკური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლები და ბოლოს წარმოადგინა პრეზენტაცია გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შესახებ“, - აღნიშნავს გიმნაზიის წარმომადგენელი.

პროფესორმა ჰამლეტ მელაძემ კი მათემატიკის მნიშვნელობასა და მის კავშირებზე მეცნიერების სხვადასხვა დარგებთან ისაუბრა.

ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი, დოქტორანტი ვალერი ბერიკაშვილი მოსწავლეებს ესაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა აირჩიონ მომავალ სპეციალობად მათემატიკა.....

როგორც გიმნაზიაში გვიყვებიან, შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. სტუმრებმა მოსწავლეთა საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს, რის გამოც ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მადლობა გადაუხადა მიწვეულ სტუმრებს და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც გაგრძელდება ურთიერთთანამშრომლობა.

„გიმნაზიის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება: გიმნაზიის მათემატიკის კათედრასა და მათემატიკის კვლევით ინსტიტუტს შორის გაფორმდება მემორანდუმი - ურთიერთთანამშრომლობის შესახებ და მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა უფრო ღრმად გაეცნონ ამ მეცნიერებას“, - აღნიშნავს გიმნაზიის წარმომადგენელი.

შეხვედრას ესწრებოდნენ: გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი - რუსუდან რევაზიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ნანა ანთაძე, მეთოდური მუშაობის ხელმძღვანელი - მაყვალა ანთაძე, მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი - შორენა ოქრიაშვილი, მატემატიკის პედაგოგი ლელა ჩხაიძე და ფიზიკის პედაგოგი ზურაბ გოგოლაძე.

მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა მოტივაციას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება