სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

როგორ ჩართოთ მოსწავლეები სასკოლო აქტივობაში? - საჯარო სკოლის დირექტორები გამოცდილ მეთოდებს გვიზიარებენ
16-03-2023
-
+


სასკოლო აქტივობები მოსწავლეთა შესაძლებლობების წარმოჩენასა და განვითარებას ხელს უწყობს. სკოლაში თუ სკოლის გარეთ განხორციელებული სხვადასხვა სახის აქტივობა ბავშვებს ეხმარება საკუთარ თავში აღმოაჩინონ და აითვისონ ის უნარები, რომელთა სწავლა მხოლოდ წიგნებიდან შეუძლებელია. თუმცა, ყველა მოსწავლისთვის სასკოლო აქტივობები სულაც არაა საინტერესო. მათ წახალისება და ბიძგი სჭირდებათ, რათა გამოავლინონ შესაძლებლობები.

საინტერესოა, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ საჯარო სკოლებში. რა სახის აქტივობებს სთავაზობს სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს და როგორ უნდა წაახალისონ მოსწავლეები მონაწილეობა მიიღონ სასკოლო აქტივობებში?

Etaloni.ge აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და საჯარო სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, სკოლებში მრავალფეროვანი სპორტული თუ ინტელექტუალური აქტივობები ხორციელდება, რომელშიც მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან. მათ წახალისებას კი გამარჯვება და კუთვნილი ჯილდო უწყობს ხელს.  

ზაურ პავლიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, შესაბამისად ყველა ბავშვი მშობელთან ერთად, სკოლაში მიმდინარე აქტივობებში თანაბრად და აქტიურადაა ჩართული. სკოლაში ასევე ვატარებთ საშემოდგომო ზეიმებსა და ინტელექტუალურ თამაშებს. ჩვენი პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ, მოსწავლეთა ინტერესები გაითვალისწინონ და ისეთი გარემო შეუქმნან, რაც მათ წაახალისებს. მასწავლებლები ბავშვებისთვის სცენარებს წერენ და მათი ჩართულობით საინტერესო წარმოდგენებს დგამენ, რაც მოსწავლეების უნარებს წარმოაჩენს. ეს კი მათ ახალისებს და მოტივაციას უმაღლებს.

აღსანიშნავია, რომ მშობლებიც არიან ინიციატორები... თავადაც გვთავაზობენ ღონისძიებების ჩატარებას. ჩვენც მათ აზრზს ვითვალისწინებთ. მათი სურვილისამებრ, არა მხოლოდ სკოლაში, არამედ სკოლის გარეთაც ვგეგმავთ აქტივობებს. ვაწყობთ ლაშქრობებს, ექსკურსიებს ეკლესია-მონასტრებში, მუზეუმში, მოსწავლეებს სკოლის ღირსშესანიშნაობებს ვაცნობთ.

ეკატერინე ბოდაველი, ქალაქ ახმეტის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში მოსწავლეები სასკოლო აქტივობებში დიდი მონდომებით არიან ჩართულნი. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პროექტები მოვიგეთ, სადაც მოსწავლეებმა მე-3 ადგილი დაიკავეს და პრიზებით დაჯილდოვდნენ. ასევე, პროკურატურის გამოცხადებულ პროექტში მონაწილეობდნენ, რომელიც საქართველოს მასშტაბით გაიმართა, მოსწავლეებმა აქაც მე-3 ადგილი დაიკავეს, რისთვისაც საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ჯილდოები და პრიზები წახალისებას ხელს უწყობს. მოგეხსენებათ, როდესაც ნებისმიერი ორგანიზაციიდან არის უკუკავშირი ეს ბავშვისთვის დიდი მოტივაციაა. ახლა ვგეგმავთ სასკოლო ექსკურსიებს, ასევე ისტორიული ძეგლების მონახულებას და ლაშქრობას. მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებითა და ინტერესით კომპლექსურ დავალებებზე მუშაობენ, უხარიათ, როცა თავად ქმნიან სხვადასხვა სახის ნიმუშს. ასევე წახალისების მიზნით, ვეუბნებით, რომ სკოლაში თავიანთი ნამუშევრები მოიტანონ და პრეზენტაციის სახით წარადგინონ. ეს მოსწავლეებს ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს, ერთგვარი სტიმულია მათთვის.

თამარ გოგალაძე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში რამდენიმე დღის წინ დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიებები გავმართეთ, რომლებშიც თითოეული მოსწავლე აქტიურად ჩაერთო. ასევე მივიღეთ ძალიან კარგი სპორტული ინვენტარი და ვაპირებთ, ამინდი რომ გამოვა სპორტული ღონისძიება ჩავატაროთ. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები განსაკუთრებით არიან მონდომებულნი. მათ წახალისებას ყოველთვის ვცდილოთ - კლასის დამრიგებლები ჯილდოს სახით სიგელებს გადასცემენ, რაც მოტივაციას უმაღლებთ. მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობდნენ, სადაც მაღალი შეფასებები მიიღეს და ახლა მათ დასაჩუქრებას ვაპირებთ. განსაკუთრებით მოსწონთ გასვლითი გაკვეთილები, ექსკურსიები. ამიტომ ასეთ აქტივობებს ყოველთვის ვგეგმავთ. ბავშვების სასკოლო ცხოვრებაში მშობლებიც შეძლებისდაგვარად არიან ჩართულნი, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა სკოლას უჭირს მშობლების მაქსიმალურად ჩართვა. ეს ძირითადად სოციალური მდგომარეობიდანაა განპირობებული. ჩვენს სკოლაში მაგალითად, მოსწავლეთა მშობლების 30% საზღვარგარეთაა. ბებიებთან იზრდებიან, ისინი სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულნი და დრო არ აქვთ...

ჯამბულ ცაგურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლის დირექტორი:

სასკოლო აქტივობებში მოსწავლეებს თანაბრად ვრთავთ. საახალწლო, დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში ტარდება მათ შემოქმედებით უნარებს წარმოაჩენს. ასევე, ჩვენთან მოსწავლეთა სპორტულ შესაძლებლობებსაც მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მაგალითად, ამჟამად სპორტის მასწავლებელი კლასებს შორის შეჯიბრებებს ატარებს, რამაც მოსწავლეები ძალიან დააინტერესა. სკოლაში ასევე სხვადასხვა სახის პროექტიც აქტიურად იგეგმება. წახალისებას, რაც შეეხება მათ დიპლომებით ვაჯილდოვებთ, გვაქვს სიგელები, ვჩუქნით წიგნებს... მაგალითად, ახლახანს მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობდნენ და გამარჯვებულს სიმბოლურად „ბროლი ბუ“ გადავეცით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება