სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების“ უფასო კურსს აცხადებს
24-02-2023
-
+


საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი 26 თებერვალს იწყებს ონლაინ ტრენინგ კურსს 33 პარტნიორ ორგანიზაციასთან - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიასთან არსებულ სასულიერო ცენტრ და ტრენინგ ცენტრ „ცოდნასთან" ერთად.

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების“ 100 საათიანი კურსი 

საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წლის 27 ოქტომბერს დამტკიცებული №478 დადგენილების „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი" თანახმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებულ პედაგოგს უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ფლობასთან ერთად, გავლილი უნდა ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულებით გადამზადების კურსი.

ტრენინგ ცენტრი „ცოდნა“ გთავაზობთ აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადებას განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის“ მიხედვით.

ტრენინგ-მოდული მოიცავს 6 სამუშაო შეხვედრას (შეირჩევა სამი შაბათ-კვირა მონაწილეთა სურვილის მიხედვით). თითოეულ შეხვედრას დაეთმობა 11 საათი (ჯამში - 66 საკონტაქტო საათი).

არასაკონტაქტო საათების რაოდენობაა - 34 საათი.

დაგროვებული ECTS კრედიტების რაოდენობა - 4 კრედიტი.

ტრენინგ-მოდული შედგება 33 სესიისგან (თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის ორი საათი (ჯამში - 66 საკონტაქტო საათი), რომლებიც შეესაბამებიან შემდეგ თემებს:

1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა და ძირითადი პრინციპები;

2. ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები;

3. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტები.

ტრენინგ-მოდულის შეფასება ხორციელდება 100-ქულიანი სისტემით. სერტიფიკატის მისაღებად მონაწილე უნდა დაესწროს ტრენინგ-მოდულის 80%-ს და 100 ქულიდან დააგროვოს მინიმუმ 60 ქულა.

ტრენინგ-მოდულის დასრულებისთანავე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი დანართთან ერთად, სადაც მითითებული იქნება თითოეული გავლილი მოდული, მისი აღწერილობა და საბოლოო ტესტირების შედეგად მიღებული შეფასება.

სასწავლო კურსს გაუძღვებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული ტრენერები.

კურსის გავლა სრულიად უფასოა.

ტრენინგ-მოდულზე დასასწრებად სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა - ტრენინგზე რეგისტრაციის საფასური შეადგენს 30 ლარს. 

დაფინანსება 60 პირზე გავრცელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია დროული დარეგისტრირება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 597 90 64 90

ტრენინგ ცენტრი გისურვებთ წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას!

სარეკლამო მასალა® 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება