სიახლეები
სიახლეები

სკოლებმა შვებულების ანაზღაურებაზე ოფიციალური მითითებები უკვე მიიღეს - პასუხი 8 აქტუალურ კითხვაზე
24-02-2023
-
+


დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით სკოლებმა დოკუმენტი უკვე მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრა არაუმეტეს 2000 ლარით.

„საგულისხმოა, რომ ფულადი დახმარება არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით გაიცემა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. ამასთან, საგულისხმოა, რომ დახმარებასთან ერთად, მასწავლებლს შვებულებების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად მიეცემა დამატებითი ანაზღაურება, რომლის გაცემა უნდა უზრუნველყოს საჯარო სკოლამ. სულ საჯარო სკოლების მასწავლებლისთვის ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო და დანამატები.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დადგენილება და რეგულაციები ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრიდან ისარგებლეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება“, - ნათქვამია წერილში.

პასუხები სკოლების მიერ შემოსულ კითხვებზე:

  1. მხოლოდ სკოლის მასწავლებლებს აუნაზღაურდებათ სრულად დეკრეტული შვებულება და სხვა დანარჩენ თანამშრომლებზე მხოლოდ 2000 ლარი გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ?

- სკოლაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელზე უნდა განხორციელდეს დეკრეტული შვებულების ანაზღაურება. მისაღებ თანხას უნდა გამოაკლდეს 2000 ლარი, რასაც გადაიხდის სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო დარჩენილი თანხის შევსებას განახორციელებს სკოლა.

  1. საჯარო სკოლის მასწავლებლების დეკრეტული შვებულების ანაზღაურების გაცემა რა ფორმით მოხდება? 2000 ლარს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო და დანარჩენს

დამსაქმებელი/საჯარო სკოლა?

პასუხი: დიახ 2000 ლარს გასცემს ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო შევსებას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

  1. 2000 ლარს ზევით შესასვსებად თანხის მოთხოვნის მიზნით, საჯარო სკოლამ წერილობით უნდა მიმართოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დამატებითი დაფინანსების მოთხოვნით თუ არსებობის შემთხვევაში სკოლის ბიუჯეტიდან უნდა გაიცეს?

პასუხი: 2000 ლარის ზევით შევსება უნდა განხორციელდეს საჯარო სკოლის ბიუჯეტიდან, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სკოლას არ აქვს შესაბამისი თანხები სამინისტრო უზრუნველყოფს მის შევსებას „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2022 წლის 30 დეკემბრის No1684476 ბრძანების შესაბამისად. (როგორც მოგეხსენებათ „საჯარო სკოლებისთვის, რომელშიც ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულების ხარჯები აღემატება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივით დაფინანსების მოცულობას, გაზრდილი ვაუჩერის სახით დამატებითი დაფინანსების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისიის შექმნისა და ამ კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 18 იანვრის No46874 ბრძანებით შექმნილი კომისია ყოველთვიურად იხილავს სკოლის დამატებით დაფინანსების მიზნით რიგ საკითხებს).

  1. სკოლამ დამატებითი ანაზღაურება დეკრეტული შვებულებების პერიოდზე გასაცემი თანხა დასაქმებულს ერთიანად უნდა ჩაირიცხოს თუ ყოველთვიურად?

პასუხი: აღნიშნული დამოკიდებულია სკოლის ბიუჯეტზე (ფინანსურ შესაძლებლობაზე). ანუ შევსება შესაძლებელია ეტაპობრივადაც და ერთიანი ჩარიცხვითაც.

  1. ორსულობისა და მშობიარობის ანაზღაურებადი შვებულების შესახებ, გვაინტერესებს როგორ მოვიქცეთ არასაკმარისი ბიუჯეტის შემთხვევაში? თუ სკოლას არ აქვს საკმარისი თანხა გასაცემად. ამ შემთხვევაში სკოლამ უნდა მოითხოვოს დამატებითი თანხა?

პასუხი: 2000 ლარის ზევით შევსება უნდა განხორციელდეს საჯარო სკოლის ბიუჯეტიდან, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სკოლას არ აქვს შესაბამისი თანხები სამინისტრო უზრუნველყოფს მის შევსებას „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2022 წლის 30 დეკემბრის

No1684476 ბრძანების შესაბამისად. (როგორც მოგეხსენებათ „საჯარო სკოლებისთვის, გათვლილი ფინანსური ნორმატივით დაფინანსების მოცულობას, გაზრდილი ვაუჩერის სახით დამატებითი დაფინანსების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისიის შექმნისა და ამ კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 18 იანვრის No46874 ბრძანებით შექმნილი კომისია ყოველთვიურად იხილავს სკოლის დამატებით დაფინანსების მიზნით რიგ საკითხებს).

  1. სკოლამ ჯერ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების თანხა უნდა გასცეს და შემდეგ ბავშვის მოვლის გამო შვებულების თუ შეუძლია ერთიანად ჩაურიცხოს ორივე შვებულების თანხა?

პასუხი: აღნიშნული დამოკიდებულია შესაბამისი შვებულების ბრძანება რა მიზნობრიობით გაფორმდება, და რა პერიოდზე.

  1. მასწავლებელი ერთდროულად დასაქმებულია სამ სკოლაში. 2023 წლის იანვრის თვეში ერთ-ერთ სკოლაში წარადგინა საავადმყოფო ფურცელი და გავიდა სადეკრეტო შვებულებაში. იგივე პერიოდით შეუძლია თუ არა მოითხოვოს სადეკრეტო შვებულება დანარჩენ სკოლებში, აუნაზღაურდება თუ არა და როგორი წესით?

პასუხი: ჯანდაცვის სამინისტროსთან გავლილი კონსულტაციების შედეგად გაირკვა, რომ ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში, კუთვნილი დახმარება სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაიცემა თითოეული დამსაქმებლის დაფინასების განაცხადში მითითებული თანხების შეჯამებით, მოქმედი კანონმდებლობით _ გათვალისწინებულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა, ხოლო დარჩენილი სხვაობის შევსება უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ოდენობით თითოეულმა დამსაქმებელმა.

  1. თუ რესურსცენტრის თანამშრომელი ამავე დროს დასაქმებულია საჯარო სკოლაში პედაგოგად, ამ შემთხვევაში დეკრეტულის ანაზღაურება გარდა 2000 ლარისა უნდა მოხდეს ორივე სამსახურიდან (რესურსცენტრიდან და საჯარო სკოლიდან)? თუ უნდა მოხდეს ერთ-ერთი სამსახურიდან, რომლიდან - რესურსცენტრიდან თუ საჯარო სკოლიდან ?

პასუხი: ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში, კუთვნილი დახმარება სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაიცემა თითოეული დამსაქმებლის დაფინასების განაცხადში მითითებული თანხების შეჯამებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა, ხოლო დარჩენილი სხვაობის შევსება უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ოდენობით თითოეულმა დამსაქმებელმა.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
თუ ნაკვერჩხალზე დადებული ბზა აბრიალდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ პატრონი დიდხანს იცოცხლებდა...
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება