| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და ცოდნის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, პედაგოგები მათ მრავალფეროვან გასვლით გაკვეთილებსა და აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-8ბ კლასის მოსწავლეები სტუმრად ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - თინათინ ანასაშვილი; დამრიგებელი - დალი კუპატაძე) იმყოფებოდნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა სასკოლო სივრცეში, გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა მუზეუმში ნანახითა და მოსმენილით გაიღრმავეს. ისინი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას გაეცნენ, მის შესახებ საინტერესო ისტორიები მოისმინეს.
„ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა და შემეცნება ეროვნული ცნობიერებისა და სულისკვეთების ჩამოყალიბების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება