სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მელანია დოლიძე - ვეტერანი სპორტსმენი, ბათუმში ქალთა პირველი საფეხბურთო გუნდის წევრი და წარმატებული პედაგოგი 
21-02-2023
-
+


პედაგოგი მელანია დოლიძე ვეტერანი სპორტსმენია, რომელიც ბათუმში, ქალთა ფეხბურთის პირველი გუნდის წევრი გახლავთ. სწორედ ამ გუნდმა გადადგა პირველი ნაბიჯები აჭარაში ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციის საქმეში. მელანიამ, თავის გუნდთან ერთად არაერთ სპორტულ ღონისძიებაში იასპარეზა და მრავალ წარმატებას მიაღწია. მას საუკეთესო მარჯვენა მწვრთნელის სტატუსიც აქვს. 

მელანია etaloni.ge-ის გუნდის 25 წლის წინანდელ სპორტულ ისტორიას უყვება:

„ბათუმში ქალთა ფეხბურთის პირველი გუნდი, რომელმაც დასაბამი მისცა საქართველოს ჩემპიონატებში მონაწილეობას, 1997 წელს ბალახის ჰოკეისტების ბაზაზე ჩამოყალიბდა და იმავე წელს მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს პირველობაზე, სადაც დავიკავეთ მესამე ადგილი, ასევე 1997 წელს გავედით საქართველოს თასის გათამაშების ფინალში.

შემდეგი საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა 2004 წელს, სადაც ბათუმის გუნდმა დაიკავა მეორე ადგილი. ისევ პაუზა და 2006-2007 წლებში გავიდა კვლავ მეორე ადგილზე. 2008 წელს კი, მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა. გუნდს გამოუჩნდა სპონსორი, მაგრამ 2015 წლამდე საქართველოს ჩემპიონატი აღარ ჩატარებულა. დიდი პაუზის შემდეგ 2016 წლიდან გუნდი მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონატებში“.

მელანია გვიზიარებს ფოტოს და გვაცნობს მისი გუნდის წევრებს:

სხედან მარცხნიდან: მაია დარცმელიძე, მაყვალა პაქსაძე, ნათია აბუსერიძე, ხათუნა აბაშიძე, მაია გოგოტიშვილი, მაყვალა ყაჭეიშვილი და ვიკა ხაჩატურიანი.

დგანან მარცხნიდან: ნიკო ბარამიძე (მწვრთნელი), მეგი ურუშაძე, თინიკო ქურიძე, ირინა ცინცაძე, მელანო დოლიძე, ნინა დევაძე, ნინო ფცქიალაძე, ნინო ცინცაძე, მაია მიქელაძე, რიტა ბაღათურია და ნოდარ შანიძე (გუნდის უფროსი).

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება