სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ოქროს გოგოს“ წარმატებული პედაგოგი და დედა - მელანია დოლიძის მოსწავლისა და ქალიშვილის - მარიამ ჭიჭვეიშვილის ბრწყინვალე სპორტრული წარმატება
20-02-2023
-
+


სპორტის მასწავლებელი - მელანია დოლიძე პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობითა და საქმის სიყვარულით გამოირჩევა. ამ თვისებებს ის თავის მოსწავლეებშიც აღვივებს და მათ მოტივაციას აძლევს.

მისი მოსწავლეები პედაგოგის მხარდაჭერით წარმატებას ხშირად აღწევენ.

ამჯერად, Xა კლასის მოსწავლემ - მარიამ ჭიჭვეიშვილმა, თურქეთის ქალაქ ზონგულდაქში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში 63კგ.წონით კატეგორიაში 1-ელი ადგილი დაიკავა. ხოლო მე-2 ადგილი იზმითში,(ქოჯაელი) გამართულ ტურნირში.

აღსანიშნავია, რომ სპორტის მასწავლებელი გამარჯვებული მოსწავლის დედაა. მან შვილის წარმატებაში უდიდესი შრომა ჩადო. მარიამის მწვრთნელი კი ნათია აბუსერიძე გახლავთ, მისი წვლილი უდავოდ დასაფასებელია.

პედაგოგი ულოცავს გამარჯვებულს წარმატებას და კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებს.

„ოქროს გოგო, რომელმაც თურქეთში ცეცხლი დაანთო, მიყვარხარ და მეამაყები. მადლობა ყველას, ვინც მარიამის ფიზიკურ განვითარებაში წვლილი შეიტანა“, - აღნიშნავს სპორტის მასწავლებელი.

ზონგულდაქში გამართულ ტურნირში 5 ქვეყნის 300 წარმომადგენელი ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენების ანგარიშზე 8 ოქროს, 8 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია.

ტურნირში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები:

დიდების ასაკი :
I თამაზ ბედინაძე (100კგ);
I თომა გელაშვილი (60კგ);
I ანდრია გენძეხაძე (+90კგ);
II ლაშა კილაძე (66კგ);
III ანრი ზოიძე (73კგ)

ჭაბუკების ასაკი:
I თომა გელაშვილი (60კგ);
II ლაშა კილაძე (66კგ);
II ლუკა ზაქარაძე (73კგ);
III საბა ქათამაძე (+90კგ);

უმცროსი ასაკის ჭაბუკები:
I მირიან კახიძე (42კგ);
I ნიკა მგელაძე (66კგ);
I თენგიზ ჭინკაძე (60კგ);
I გიორგი ქობულაძე (34კგ);
II საბა ბოლქვაძე (46კგ);
II დაჩი შარაშიძე (66კგ);
II საბა ნოღაიდელი (42კგ);
II გიორგი ჭურკვეიძე (60კგ);
II დაჩი შერიფაძე (66კგ);

„ვულოცავთ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს ვახო ზოიძესა და ლერი ბედინაძეს ამ გამარჯვებას და მორიგ წარმატებას ვუსურვებთ მათ“, - აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება