სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N4 სკოლის მეცხრეკლასელი დიმიტრი ერვანდიანის წარმატება კოდირების საერთაშორისო ჩემპიონატში
17-02-2023
-
+


ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის N4 საჯარო სკოლის, IX კლასის მოსწავლე დიმიტრი ერვანდიანმა, კოდირების საერთაშორისო საბავშვო ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა. 

პროექტი - „კოდირების  საერთაშორისო საბავშვო ჩემპიონატი“ რუმინული არასამთავრობო ორგანიზაციის - SasoryCode Associacion ინიციატივით, სხვადასხვა პარტნიორებთან ერთად, 2020 წელს შეიქმნა.

საერთაშორისო კონკურსში, ზამთრის სეზონზე მონაწილეობდა ჟიული შარტავას სახელობის, რუსთავის N4 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე დიმიტრი ერვანდიანი, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით, 13-14 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ამ სეზონზე კონკურსში მონაწილეობდა მსოფლიოს 48 სხვადასხვა ქვეყნის 747 მონაწილე, მათ შორის ევროპის ქვეყნები, ბრიტანეთი, აშშ, რუმინეთი, ინდოეთი და სხვა. აღსანიშნავია, რომ კონკურსში 1-ლი ადგილი მალაიზიელმა მოსწავლემ დაიკავა, ხოლო მე-2 ადგილი - ინდონეზილს ერგო. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მსოფლიოს მასშტაბით, უფასოდ რეგისტრირდებიან სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში და მიცემული თემის შესახებ, პლატფორმა Scratch-ის გამოყენებით ქმნიან სხვადასხვა თამაშსა და ანიმაციას.პროექტი მოსწავლეებს ეხმარება განივითარონ შემოქმედებითი აზროვნება და კოდის წერის უნარები, მიიღო ახალი გამოწვევები და ეტაპობრივად მიაღწიონ განვითარების მაღალ დონეს პროგრამირებაში (თამაშების შექმნის მიმართულებით).

აღსანიშნავია ის, რომ დიმიტრი სკოლაში არსებული რობოტიკის კლუბის წევრია და ისტ-ის მასწავლებლის, ლაშა სარალიძის ხელმძღვანელობით, აქტიურად ეუფლება პროგრამირების (რობოტიკის) საფუძვლებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება