სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის გამოქვეყნდება დირექტორობის მსურველთა გამოცდის შედეგები? - „ემისის“ პასუხი
25-02-2023
-
+


„დირექტორობის მსურველთა გამოცდის შედეგები მარტის დასაწყისში გამოქვეყნდება“ , - ამის შესახებ „ემისმა“ აპლიკანტებს განუცხადა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განმარტებით, კონკრეტული თარიღი, თუ როდის გამოქვეყნდება დირექტორობის მსურველთა გამოცდაზე გასული აპლიკანტების შედეგები, დადგენილი არაა, თუმცა მარტის პირველ ნახევარში ტესტირების ქულები ყველასთვის ცნობილი იქნება.

შეგახსენებთ, რომ დირექტორობის მსურველთა დამატებითი გამოცდა 19 თებერვალს ჩატარდა. დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება იმ აპლიკანტებს აქვთ, რომლებმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო ტესტირებაზე გამოცხადება ვერ შეძლეს.

აპლიკანტები ტესტირების შედეგების გაგებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდისა https://emis.ge/ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდის https://directors.mes.gov.ge/ მეშვეობით რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის მითითებით შეძლებენ.

ცნობისთვის დირექტორობის მსურველთა ტესტი წარმატებით გადალახულად ჩაითვლება თუ აპლიკანტი გამოცდაზე მაქსიმალური ქულის 60%-ს და მეტს დააგროვებს.

იხილეთ ასევე: ვის აქვს დირექტორობის მსურველთა დამატებით ტესტირებაზე გასვლის უფლება?

დირექტორობის გამოცდაზე 1839 აპლიკანტი გავიდა - გაიგეთ, სად ნახავთ ტესტის შედეგებს 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება