სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭოგნარის საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში მოპოვებული წარმატებისთვის დააჯილდოვა
09-02-2023
-
+


ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას სთავაზობენ და კონკურსებში რთავენ. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებასაც აღწევენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ იასპარეზეს წარმატებით, რისთვისაც სკოლის ადმინისტრაციისგან სიგელები დაიმსახურეს. 

მადლობის სიგელები სკოლის ადმინისტრაციამ მე-5 კლასის მოსწავლეთა გუნდ „ბზრიალას“ (კლასის ხელმძღვანელი – ნინო კვიმსაძე) წევრებს 2022 წლის შემოდგომის სეზონის „ტვინების ბრძოლის“, შიდასასკოლო, რეგიონალურ და ფინალურ ტურებში მონაწილეობისათვის და კარგი შედეგებისთვის გადასცა.

დაჯილდოვდნენ შემდეგი მოსწავლეები:

  1. მარიამ სულამანიძე (გუნდის კაპიტანი);
  2. გიორგი ცქიფურიშვილი;
  3. მართა ხმელიძე;
  4. თომა ხუჯაძე;
  5. ალექსანდრე კიკნაველიძე;
  6. ანამარია ბუხრაშვილი;
  7. ანი კობახიძე.
სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება