სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლების მხარდაჭერაზე სკოლების დირექტორები საუბრობენ - „პედაგოგებს მეთოდოლოგიური თანადგომა სჭირდებათ“
02-02-2023
-
+


ზოგადი განათლების კუთხით არსებული რეფორმების მრავალფეროვნება, სკოლებსა და პედაგოგებს მუდმივად ახალ ამოცანებს უსახავს; იცვლება სტანდარტები, მიდგომები... და ასეთ დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა, რათა წარმატებით გაართვან თავი ყველა თანამედრო გამოწვევას.

რა სახის მხარდაჭრა სჭირდებათ როგორც სკოლებს, ისე მასწავლებლებს - აღნიშნულზე პასუხის გასაგებად Etaloni.ge საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა:


ნინელი კუხალაშვილი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლის დირექტორი:


ჩვენ მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, რესურსებით მხარდაჭერა გვჭირდება. რაღაცას ვახერხებთ, მაგრამ კომპიუტერების მხრივ, გასაჭირია, ვანახლებთ ყოველ წელს, თუმცა მეტი ტექნოლოგიაა საჭირო. თანამედროვე გაკვეთილები ამის გარეშე ვერ ჩატარდება. ჩემი მასწავლებლები სავალდებულო ტრენინგებს ესწრებიან, მაგრამ ზოგჯერ სხვადასხვა მიზეზის გამო ყველა მაინც ვერ ესწრება. თანაც, როგორც იცით სტატუსის მიხედვით ტრენინების გავლა შეზღუდულია და ვფიქრობ უფრო მეტია საჭირო.
მაგალითად, ჩვენ, ახალი სკოლის მოდელში ჩართული არ ვიყავით და ამ მხრივაც გვჭირდება მხარდაჭერა. 

ლალი კირჩხელი, ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებლებს სჭირდებათ, რომ მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავდნენ. ასევე, მნიშვნელოვანია სკოლის მომარაგება სასწავლო რესურსებით. საჭიროა ტრენინგებიც როგორც ონლაინ, ისე დასწრებით ფორმატში. სკოლებში ტექნიკური საშუალებები არ არის, ტრენინგებს რომ დაესწრონ ამისთვისაც გვჭირდება კომპიუტერები, რაც მცირე რაოდენობით გვაქვს, მხოლოდ 2 მუშაობს. რაც შეეხება, სოფლის საზოგადოების დამოკიდებულებას, ჩვენ მათი მხარდაჭერა გვქვს. არის შემთხვევები, როდესაც მიმდინარე რემონტში მოსწავლეთა მშობლები უსასყიდლოდ დაგვხმარებიან.

მარინა გოგიშვილი, ალექსი ბერაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

მხარდაჭერა ტრენინგების მხრივ იმ პედაგოგებს სჭირდებათ, ვისაც უნდა, წამყვანი და მენტორი მასწავლებელი გახდეს. სასურველია, რომ უფრო მეტი სასწავლო რესურსები გვქონდეს. მასწავლებელს რა სახის მხარდაჭერაც უნდა აღმოუჩინო, არაფერი იქნება ზედმეტი. დახმარების ხელი ყოველთვის საჭიროა. ჩვენს სკოლას საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. სასურველი იქნება სვადსხვა ტიპის რესურსები და მიზანმიმართული ტრენინგები.

გელა ჩხიტუნიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის დირექტორი: 

მასწავლებლებს მატერიალური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა სჭირდებათ. მართალია, ხელფასებს არ ემდურიან, მაგრამ ინფლაციას თუ გავითვალისწინებთ, ხელფასების ზრდაა სასურველი. გარდა ამისა, სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისთვის უნდა დაიხვეწოს სახელმძღვანელოები, რადგან ძალიან გადატვირთული და შეუსაბამოა. სახელმძღვანელოებზე უმაყოფილებას ტექნიკური და ჰუმანიტარული საგნის მასწავლებლებიც გამოთქვამენ. ცუდი არ იქნება, თუ ტრანსპორტი მოემსახურება იმ პედაგოგებს, ვინც შორი გზიდან დადიან. ნახევარი ხელფასი თუ მგზავრობაში დაიხარჯა პედაგოგმა რაღა დარჩებათ.

მადონა უდესიანი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, რომ მხარდაჭერა არაფორმალური განათლების მხრივაა საჭირო. რაც მე დირექტორად დავინიშნე, ჩვენი სკოლის პრიორიტეტი არაფორმალური განათლებაა, რაც პედაგოგებისთვის სიახლეა და ცოტა უჭირთ. თუ, ამ მხრივ, ცნობიერების ამაღლების კუთხით ტრენინგები და შეხვედრები ჩატარდება, ძალიან კარგი იქნება. თანაც, ჩვენი სკოლა არაქართულენოვანია. ენის ცოდნა და ცნობიერების ამაღლებაა საჭირო. მასწავლებლებისთვის ამ კუთხით მხარდაჭერაა საჭირო. ასევე, არის სოფლები, სადაც ტრანსპორტი არ არის და მასწავლებელები ტაქსით დადიან, შესაბამისად ამ პრობლემის მოგვარებაც კარგი იქნებოდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება