სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამინისტრო პედაგოგებთან შეხვედრების განრიგს აქვეყნებს - ყველა დეტალი
30-01-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტები სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ოფიციალური ინფორმაციით, 30 იანვარს, მასწავლებლებს საგნის - „ჩვენი საქართველოს“ ექსპერტი აკაკი სადუნიშვილი შეხვდება.

შეხვედრის თემა იქნება კომპლექსური დავალებები და მათი მნიშვნელობა სწავლა/სწავლების პროცესში-გურიის მაგალითი;

31 იანვარს „ქართული ენა და ლიტერატურის“ საგნის ექსპერტი თინა ცერაძე (საბაზო საფეხური), ისაუბრებს კომპლექსურ დავალებაზე, როგორც ცოდნის აგების ინსტრუმენტზე.

შეხვედრების სრული განრიგი კი ასეთია:

30 იანვარი - საგნის „ჩვენი საქართველო“ ექსპერტი აკაკი სადუნიშვილი - კომპლექსური დავალებები და მათი მნიშვნელობა სწავლა/სწავლების პროცესში-გურიის მაგალითი;

31 იანვარი - საგნის „ქართული ენა და ლიტერატურა“ ექსპერტი თინა ცერაძე (საბაზო საფეხური) - კომპლექსური დავალება, როგორც ცოდნის აგების ინსტრუმენტი;

1 თებერვალი - საგნის „გეოგრაფია“ ექსპერტი თეონა თიგიშვილი, კომპლექსური დავალების რაობა და მისი განხორციელება (გეოგრაფიის მაგალითზე);

2 თებერვალი - საგნის „მოქალაქეობა“ ექსპერტი ნიკო სილაგაძე - ცხოვრებისეული მაგალითების განხილვა მოქალაქეობის სწავლა-სწავლების პროცესში;

3 თებერვალი - საგნის „მუსიკა“ ექსპერტი დავით ზათიაშვილი - კომპლექსური დავალებების მნიშვნელობა და გამოწვევები;

4 თებერვალი - ინკლუზიური განათლების ექსპერტი ლიკა ქურციკიძე - სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის ჰოლისტური შეფასება- ვებინარი სპეციალური მასწავლებლებისათვის.

შეგახსენებთ რომ შეხვედრები 19:00 საათზე ჩატარდება, თითოეული შეხევდრის ბმული კი მითითებულ რიცხვებში გამოქვეყნდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება