სიახლეები
სიახლეები

როგორ ვისწავლოთ სწრაფად და ეფექტურად - 5 მეთოდი ცხოვრების გასამარტივებლად
20-01-2023
-
+


ბევრი ფიქრობს, რომ წიგნებთან გატარებული მრავალი საათი საუკეთესო გზაა გახდე წარჩინებული. მაგრამ კვლევა აჩვენებს, რომ წარმატებული ადამიანები სწავლაზე იმაზე ნაკლებ დროს ხარჯავენ, ვიდრე მათი თანატოლები. ისინი უბრალოდ უფრო ინტენსიურად სწავლობენ.

ვისწავლოთ ნაკლები, მაგრამ დიდი ინტენსივობით

მასწავლებლებს შეუძლიათ სტუდენტებს დაეხმარონ დროის უფრო რაციონალურად გამოყენებაში და შესთავაზონ მეთოდები, რომლებიც კვლევით არის გამყარებული.

სოციალური მედიის და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ბევრი მოზარდი და ზრდასრულისც, ერთდროულად რამდენიმე საქმეს აკეთებს.

ერთდროულად მრავალი დავალების შესრულება კი არაეფექტურია. ადამიანი დროის დიდ ნაწილს ხარჯავს თემიდან-თემაზე გადართვაში. ტვინს კი უბრალოდ არ ჰყოფნის დრო გადაიტვირთოს ან ხელახლა ფოკუსირდეს.

მოდით განვიხილოთ ფორმულა „შესრულებული სამუშაო =კონცენტრაცია x დახარჯული დრო“. ადამიანს, რომელიც ცდილობს ბიოლოგიის სასწავლო კურსს დაეუფლოს, მაგრამ ამავე დროს ამოწმებს შეტყობინებას და სოციალურ ქსელის ათვალიერებს, კონცენტრაციის დაბალი დონე აქვს. ის ხარჯავს მთელ სამ საათს ასეთ „სწავლაზე“, ხოლო სამუშაო შესრულებულია მხოლოდ ცხრიანზე.

მეორე მხრივ, ის ვინც, ცდილობს ფოკუსირდეს მხოლოდ ბიოლოგიაზე სწავლისთვის დახარჯულ ერთ საათში უფრო მეტს ასწრებს, ვიდრე ყურადღებაგაფანტული თანაკლასელი სამ საათში.

მოსწავლეები, რომლებიც წარმატებას აღწევენ, არ დებენ ფსონს ბევრი საქმის ერთდროულად შესრულებაზე. ისინი მუშაობენ უფრო მოკლე პერიოდულობით და ბევრად მაღალი ინტენსივობით და ასევე უარს ამბობენ ყურადღების გადამტან ფაქტორებზე - სოციალურ ქსელებსა და ელექტრონულ ფოსტაზე. ამიტომ მათი სწავლა უფრო ნაყოფიერი და შედეგიანია.

ინტენსიურად სწავლის 5 მეთოდი

გთავაზობთ სწავლების მეთოდებს, რომელთა ეფექტურობას კვლევები ადასტურებს.

1. წინასწარი ტესტირების გავლა

თუ სტუდენტები ვარჯიშობენ კითხვების გაცემაში, მანამდე სანამ თემა გაიარეს, მათი შემდგომი მეცადინეობა წარმატებული იქნება.(მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყოველთვის კითხვებს სწორად არ სცემდნენ პასუხს)

კვლევამ აჩვენა, რომ ტესტების წინასწარი გავლა ფინალური საკონტროლო სამუშაოების მაჩვენებლებს აუმჯობესებს. 

2. შესვენებებით სწავლა

თუ ერთი თემის შესწავლისას შეისვენებთ და მას მოკლე დროის მანძილზე ყოველ დღე ​ გადაიმეორებთ უკეთეს შედეგს მიიღებთ.

გადამეორებაში დაგვეხმარება ბარათები. დაყავით ისინი რამდენიმე ბლოკად და განვლილი მასალა მათი დახმარებით გაიხსენეთ. ბარათები, რომლებსაც მარტივად უმკლავდებით შეგიძლიათ გვერდზე გადადოთ და  სამი დღის შემდეგ მიუბრუნდეთ. ხოლო იმ საკითხებს, რომლებსაც არასწორად გაეცით პასუხი ერთი დღის შემდეგ დაუბრუნდით. 

3. კითხვების დამოუკიდებლად მოფიქრება

შესთავაზეთ მოსწავლეებს, როდესაც ისინი ახალ მასალას გადიან, თავადვე შეადგინონ ტესტები. მათ უნდა იფიქრონ იმ კითხვებზე, რომლებიც შესაძლოა მასწავლებელმა დასვას. კარგია თუ მოსწავლე თითოეული თემის შესწავლისას მსგავს კითხვებს პასუხს გასცემს, მაშინაც კი თუ ფიქრობს, რომ მასალა კარგად აითვისა. 

4. თემების მონაცვლეობა

სკოლაში ხშირად თემებს ბლოკებად შეისწავლიან, მაგალითად, ფოკუსირდებიან მხოლოდ გაყოფაზე. მაგრამ უფრო ეფექტური მეთოდია დავალებათა ნაკრებზე მუშაობა, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა სხვადასხვა თემას მიეკუთვნება. მაგალითად, მათემატიკის დავალება, უკეთესია მუშაობა ერთდროულად შეკრებაზე, გაყოფასა და გამრავლებაზე. მათი ამოხსნა ერთი და იგივე სტრატეგიით შეუძლებელია, ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე ერთ ჯერზე უსასრულოდ გაყოფაში ვარჯიში.

5. პერიფრაზირება და გააზრება

ბევრი ჩვენგანი სახელმძღვანელოში რამდენიმე აბზაცს მხოლოდ იმიტომ კითხულობს, რათა მალევე მიხვდეს, რომ წაკითხულიდან თავში არაფერი დარჩა. ამასთან საბრძოლველად მოსწავლეებს სთხოვეთ შესწავლილი თემა დააკავშიროს და შეადაროს უკვე განვლილს და დაფიქრდეს თუ როგორ აუხსნიდა წაკითხულს ხუთი წლის ბავშვს. 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ვაჟა-ფშაველას ლექსი და გურამ რჩეულიშვილი - ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან პირველი აბიტურიენტები გამოვიდნენ

სოციალურ საწარმოში მეორადი ქაღალდი გარდაიქმნება ხელნაკეთ, სასარგებლო პროდუქტად

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბიტურიენტები 3 და 4 ივლისს ჩაატარებენ

ლევან ღირსიაშვილი წინა წლებში იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე

ილია ჭავჭავაძე და გივი გეგეჭკორი ქართულის გამოცდის მეორე სესიაზე

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება