სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჩიფსები, შოკოლადი, გაზიანი სასმელი - კიდევ რა ტიპის საკვების გაყიდვაა აკრძალული სკოლის ბუფეტში
21-01-2023
-
+


საზოგადოების უდიდესი ნაწილი ერთხმად თანხმდება, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის ჯანსაღი საკვების მიღება მნიშვნელოვანია.  ამავდროულად, კი საქართველოს ზოგიერთ სკოლაში ბუფეტიც კი არ არის და მოსწავლეებს კვება მხოლოდ დილით, სახლში ან მარკეტში ნაყიდი წასახემსებლებით უწევთ. 

2017 წლიდან არსებობს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც სკოლის ბუფეტში რიგი საკვები პროდუქტის გაყიდვა აკრძალულია. ამის მიზანი მოსწავლეებისთვის ჯანსაღი საკვების მიწოდება და სასწავლო პროცესზე მათი კონცენტრირების გაზრდა იყო.

„ჯანსაღი საკვები ყოველდღიურ რეჟიმში დაეხმარება მოსწავლეებს კონცენტრირება მოახდინონ საგაკვეთილო პროცესზე, რაც ხელს შეუწყობს მათ მარტივად აითვისონ სასკოლო მასალა“,- ვკითხულობთ განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე.

სკოლის ბუფეტში აკრძალულია წასახემსებლების - ჩიფსების, ე.წ სუხარიკების, ჟელიბონების, კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) გაყიდვა.

საინტერესოა, ამოწმებს თუ არა შესაბამისი სამსახური სკოლის ბუფეტებში არსებულ მდგომარეობას. ამის გასარკვევად Etaloni.ge საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა.

„ზოგადად, ყველა სასურსათო ობიექტზე რეგულარული შემოწმებები ხორციელდება. თუ განსაკუთრებული შემთხვევაა, გვიკავშირდებიან და თუ რაიმე სახის დარღვევაზეა საუბარი, აქ უკვე დამატებითი გასვლითი ღონისძიება ეწყობა შესაბამისი ქალაქის კონტროლის სამსახურიდან. სკოლების ბუფეტებსაც ჩვენ ვამოწმებთ“,- გვიპასუხეს სურსათის უვნებლობის სააგენტოს ცხელ ხაზზე.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება