სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

ქვეყანა, სადაც მასწავლებელთა ხელფასი მაღალია, მაგრამ სკოლებში კადრების დეფიციტია
07-01-2023
-
+


გერმანიის სკოლებში მასწავლებლების დეფიციტია. ქვეყანაში, სადაც პედაგოგებს მაღალი ანაზღაურება აქვთ, კადრების უკმარისობა პრობლემად რჩება.

მკვლევარებმა ანგარიშში - Education at a Glance 2022, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) ჩაატარა, სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემები შეადარეს.

როგორც ირკვევა, მაღალი ხელფასი პედაგოგებისთვის ერთადერთი ბიძგი არ არის და კვალიფიციური კადრების დეფიციტის თავიდან აცილებას არ უწყობს ხელს.  

მე-5-მე-10 კლასების გერმანელი მასწავლებლები, მაღალი ხელფასით ევროპაში მეორე ადგილს იკავებენ. მხოლოდ ლუქსემბურგში აქვთ მასწავლებლებს მათზე მეტი ანაზღაურება. 

გარდა ამისა, გერმანიაში მასწავლებლები წლის მანძილზე ნაკლებს მუშაობენ. მათი საშუალო წლიური დატვირთვა 641 საათს შეადგენს, კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი კი 711 საათია.

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) განათლების დირექტორატის ხელმძღვანელის - ანდრეას შლაიხერის თქმით, ანაზღაურება მასწავლებლებისთვის ერთადერთი სტიმული არ არის. 

საერთაშორისო შეფასებით, სამსახურის მაძიებელთა შორის პოპულარობით სარგებლობს სისტემები, რომლებშიც მასწავლებლებს უკეთესი სამუშაო პირობები აქვთ. მაგალითად, მათ, გაკვეთილებისგან დამოუკიდებლად, საკმარისი დრო აქვთ მოსწავლეთა მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, განსაკუთრებით ფასობს გუნდური მუშაობა. ასევე მაძიებლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. 

ადამიანებს, რომელთაც სურთ საკუთარი ცხოვრება გერმანულ სკოლას დაუკავშირონ დიდი მოთმინება მართებთ, რადგან ქვეყანაში მასწავლებლების მომზადება-გადამზადებას ჯამში, დაახლოებით, 7 წელი სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ კადრების უკმარისობა გერმანიის სხვადასხვა ფედერალურ მიწებზე ვრცელდება. მხოლოდ ბავარიაში დაახლოებით 3500 საგაკვეთილო საათია თავისუფალი, ბერლინის სკოლებში ცხრაასამდე პედაგოგი სჭირდებათ. 

იხილეთ ასევე - ქვეყანა, სადაც პედაგოგების კრიტიკული დეფიციტია - ზოგიერთ სკოლას ფიზიკის მასწავლებელი საერთოდ არ ჰყავს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება