| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პოლონეთში მასწავლებლების კრიტიკული დეფიციტია, ამასთან, საკადრო კრიზისი უფრო და უფრო მწვავდება. პოლონეთის მასწავლებელთა კავშირის ინფორმაციით, სექტემბრიდან სკოლები დაახლოებით 10 000 პედაგოგს ეძებენ. ყველაზე მეტად ქვეყანაში ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიისა და ინფორმატიკის მასწავლებლების ნაკლებობაა.
ყველაზე ცუდი სიტუაცია დედაქალაქშია - ვარშავის სკოლებს დაახლოებით 3 000 პედაგოგი სჭირდებათ. საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები შეშფოთებულნი არიან, რადგან, ასეთი ტემპებით, მათი თქმით, ქვეყანაში აღარავინ დარჩება ვინც ბავშვებს ასწავლის.
მასწავლებლების საკადრო კრიზისი პოლონეთში
ამ სასწავლო წლის 2 თვის განმავლობაში რესპუბლიკის საგანმანათლებლო დაწესებულებებმა თითქმის 3,4 ათასი ახალი ვაკანსია გამოაცხადეს. სკოლებში აღნიშნავენ, რომ რეზიუმეს პედაგოგები დიდად არ აგზავნიან.
შარშან, პროფესიიდან დაახლოებით 10 000 მასწავლებელი წავიდა. სამსახურის მასობრივი დატოვების მიზეზებად სახელდება - დაბალი ხელფასი, ზეგანაკვეთური სამუშაო, მაღალი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური დატვირთვა (კერძოდ, COVID-19-ის პანდემიის გამო) და ემოციური გადაწვა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორები პრობლემის გადაჭრას არასაკმარისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლებისა და პენსიონერების დასაქმებით ცდილობენ. პოლონეთის ზოგიერთ სკოლაში ამჟამად ფიზიკის გაკვეთილები საერთოდ არ ტარდება.
წყარო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას