| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის და საზეიმო განწყობის შექმნისთვის საინტერესო აქტივობებს ხშირად აწყობენ.
ამჯერად, სკოლის მასწავლებელმა - მარგარიტა თოროსიანმა მე-3 ა კლასში საახალწლო ზეიმი გამართა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ. ბავშვება საინტერესო და ძალიან სახალისო სცენარი დადგეს. მაყურებლის წინაშე კი შესანიშნავად წარდგნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ლამაზ სამოსში გამოეწყვნენ, იმღერეს, იცეკვეს, გაერთნენ, აუდიტორიაც აიყოლიეს და გაახალისეს.
მესამეკლასელებმა სცენიდან დამდეგი ახალი წელი ყველას სიმღერით მიულოცეს.
ღონისძიების მსვლელობისას ყველა მოსწავლემ იაქტიურა და შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ