სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
13-12-2022
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, განახორციელეს პროექტი - ,,ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“. პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალაქ ჰუდიკსვალის ორგანიზაციის ,,გლადა ჰუდიკ თეატრის“ მიერ, შვედური ინსტიტუტის მხარდაჭერით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ბავშვთა უფლებების კონვენციას, მათ შეიმუშავეს საკუთარი სკოლის კონვენცია, განიხილეს დემოკრატიული ღირებულებები, გაიაზრეს მსგავსება - განსხვავებულობის მნიშვნელობა, იმსჯელეს სტერეოტიპების გავლენაზე და შექმნეს სასკოლო „შუქნიშანი“. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ძალიან საინტერესოდ წარიმართა საუბარი თემაზე - „მეგობრობა და ურთიერთობები“.

მოეწყო ფილმების ჩვენება, სადაც მოსწავლეებმა ნახეს „მოდების ჩვენება გლადა ჰუდიკიდან ნიუ-იორკამდე“ და „რამდენი მოცვია ამქვეყნად?“, ფილმის ნახვის შემდეგ გაიმართა  დისკუსია, მოსწავლეებმა ისაუბრეს სტერეოტიპულ დამოკიდებულებებზე შშმ პირების მიმართ, რომ შშმ ადამიანს საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა და სწორად შერჩეული სტრატეგიები და მიდგომები სჭირდება, რათა თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში შეძლონ განვითარება.

„პროექტის დასასრულს, მოსწავლეებმა მოაწყვეს პრეზენტაცია, გააკეთეს კეთილი საქმე, შექმნეს და გამოფინეს ნახატები, დაწერეს ჩანახატები, მოიძიეს და წარმოადგინეს მსოფლიოში ცნობილი იმ შშმ პირების ისტორიები, რომლებმაც წარმატებებს მიაღწიეს. შეთანხმდნენ, რომ მეგობრობა ანგრევს სტერეოტიპებს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დააფასოს განსხვავებულობა“, - გვიყვებიან პროექტის საფინალო ეტაპის შესახებ სკოლაში. 

აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდნენ სამოქალაქო განათლების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - ნონა მაჭარაშვილი და ირინე კუჭავა, სკოლა მადლობას უხდის მათ, საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის და უსურვებს წარმატებას.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება