| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი თუ ლიტერატურულ-კულტურული ღონისძიებები ხშირად იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
25 ნოემბერს, ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში, მურმან ლებანიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია!“ გაიმართა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში პოეზიისადმი სიყვარულს და ინტერესების გაღვივებას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VI-VIl და Vlll კლასის მოსწავლეები. მათ წაიკითხეს მურმან ლებანიძის ლექსები, საინტერესოდ გადმოსცეს პოეტის ცხოვრების ამსახველი მოვლენები, მოისმინეს მურმან ლებანიძის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. ღონისძიება მოამზადა ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა - დარეჯან ტუსკაძემ .
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.
ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა - ნინო ჯალიაშვილმა , რომელმაც მადლობა გადაუხადა მასწავლებელსა და მის მოსწავლეებს საუკეთესო ღონისძიებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ