სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯიხანჯურის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
24-11-2022
-
+


ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში საინტერესო, მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, VIII კლასის მოსწავლეებმა პროექტზე - „ვიკვლევთ ხალხური ბალადის ტექსტის ვარიანტებს“ იმუშავეს. დავალებები ჯგუფებში გადაინაწილეს და პარალელურად, კომპლექსური დავალება - „ჩემს სოფელში გაბნეული ხალხური მარგალიტები“ მოამზადეს. 

მოსწავლეებმა ერთკვირიანი, ძალიან შრომატევადი, თუმცა საინტერესო დავალებები შეაჯამეს. მათი ხელმძღვანელი მანანა შაინიძე, ხოლო ნესტან ჯაიანია. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეების რესპონდენტები იყვენენ  მელიქი შაინიძე-ხოზრევანიძე, გულიკო ჭაღალიძე, ნანი სამხარაძე, ეთერი ჭაღალიძე, მერი ბოლქვაძე და შაქრო ტაკიძე. მათ სკოლაში მადლობას უხდიან.

„უზარმაზარი მადლობა ყველა რესპოდენტს ამ დავალების შესრულებაში გაწეული დახმარებისა და იმ წვლილისათვის, რითაც შევძელით მიზანზე გასვლა.
მადლობა მშობლებს შვილებზე ზრუნვისა და ხელშეწყობისათვის და განსაკუთრებული მადლობა ყველა მოსწავლეს, მათ გადალახეს ყველანაირი სირთულე და დაბრკოლება, მოიძიეს საჭირო ინფორმაცია და ისწავლეს საკუთარი მარჯვე ხელებით როგორ წერონ, ბეჭდონ და გააფორმონ.
დიახ, მათ ეს შეძლეს, მათზე დაკისრებული დავალებები წარმატებით წარადგინეს კლასისა და დამსწრე მასწავლებელთა ჯგუფის წინაშე.
მჯერა, მომავალში კიდევ მრავალი საინტერესო პროექტითა თუ კომპლექსური დავალებების საინტერესო ვარიანტებით გაგვაოცებენ მერვე კლასის მოსწავლეები“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:









კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება