| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსია მოეწყო.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მაღლაკის N1 სკოლა ყოველთვის სათანადო პატივს მიაგებს დიდ მგოსანს - გალაკტიონ ტაბიძეს. არც წელს ყოფილა გამონაკლისი და მეხუთე კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი მზია ჟორჟოლიანი), პედაგოგებთან ერთად ვანს ესტუმრნენ.
პირველად მოსწავლეებმა დაათვალიერეს ვანის არქეოლოგიურ - ეთნოგრაფიული მუზეუმი. სკოლაში მადლობას უხდიან გიდს, რომელმაც საინტერესოდ აუხსნა ბავშვებს მუზეუმის ისტორია.
ამის შემდეგ მოსწავლეებმა გალაკტიონის სახლ-მუზეუმის ეზოში ჩაატარეს პოეზიის საღამო, რომლის ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლენა უგულავა.
ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს.
„აკი იწინასწარმეტყველა კიდეც „ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე ახალგაზრდობა“. ეს დღეც დასტურ იყო ამ სიტყვებისა. იმ დღეს ლექსი ზეიმობდა დიდი მგოსნის ეზოში. დასასრულს ბავშვებსა და პედაგოგებს გადაეცათ სიგელები. მოსწავლეებმა გულისხმიერად დაათვალიერეს გალაკტიონისა და ტიციანის მუზეუმები. გალაკტიონის სახლი, სადაც მგოსანი იზრდებოდა და ქმნიდა პოეტურ შედევრებს. ეს იყო სასწავლო - შემოქმედებითი ექსკურსია, რომელიც ჩვენს პატარა აღსაზრდელებს არასოდეს დაავიწყდებათ“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა