| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ სხვადასხვა საგანმანათლებლო, გასართობ, საზეიმო თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ და მათ ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობენ.
ამჯერად, სკოლაში შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი წარმოდგენით წარდგნენ. გაიმართა თათარობა, მოსწავლეებმა ამოავლეს ჩურჩხელები, მიირთვეს შემოდგომის ნობათი და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მუსიკის მასწავლებელი ნათია საბაშვილი. მუსიკალური და საცეკვაო ნომრები კი მოსწავლეებს დაწყებითი კლასების დამრიგებლებმა - ნინელი ფარჯიანმა, სოფო გიბიშვილმა, ფიქრია ხაჩიძემ და ნათია ფიცხელაურმა დაუდგეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება