სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წაჩხურის საშუალო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა
18-11-2022
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის საშუალო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მთავარი ღირებულებაა ადამიანი, მისი ღირსება და უფლებები, თითოეულ ადამიანს საკუთარი იდენტობა გააჩნია. მათ აღნიშნეს, რომ საქართველოს გამორჩეული ადგილი უკავია ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და გააჩნია ტოლერანტულ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია.

სკოლაში გამართული აქტივობა - „მეტი მრავალფეროვნება, მეტი ინტეგრაცია“ ითვალისწინებს ტოლერანტული გარემოს დამკვიდრების და განმტკიცების ხელშეწყობას. მისი ხელმძღვანელი მასწავლებელი მზია კალანდიაა.
 
გარდა ამისა, დაწყებით კლასებში ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, კლასის საათი - „ჩვენ ტოლერანტები ვართ" ჩატარდა. მას მასწავლებლები - მარინა გოროზია და ლამზირა სხულუხია უძღვებოდნენ. 

„სილამაზე მრავალფეროვნებაშია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) 1996 წლის გადაწყვეტილებით ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება 16 ნოემბერს.
ჩვენი მიზანია ვიცოდეთ და გავამყაროთ ეს ტრადიცია და ამ საფუძველზე დავაშენოთ მომავალი,სადაც ყველა მოქალაქე,განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა თანასწორია და ჩართულია ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება