სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
17-04-2018
-
+


ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციას (CELA) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ქარაიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა, ქეთი მაისურაძემ.

მემორანდუმი ითვალისწინებს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA), საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდისა (IFES) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით სამოქალაქო განათლების ლექტორთა გადამზადებას, სასწავლო მასალის მომზადებასა და სხვადასხვა აქტივობაში იუნკერების მონაწილეობას. აღნიშნული მემორანდუმის მთავრ მიზანს სწორედ აკადემიის იუნკერების სამოქალაქო კომპეტენციის ამაღლება და სამოქალაქო განათლების კურსის ლექტორების პროფესიული ზრდა წარმოადგენს.

საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) სამოქალაქო განათლების ერთსემესტრიანი საუნივერსიტეტო კურსი „დემოკრატია და მოქალაქეობა“ საქართველოს აკრედიტებული უნივერსიტეტების უმრავლესობაში ისწავლება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები
„გონების კოდი“ თანდათან სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთ საინტერესო ტრადიციად იქცევა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება