„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის პედაგოგები საგნობრივი ექსპერტები გახდნენ“, - აღნიშნულ ინფორმაციას სკლის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ჩოჩხათის საჯარო სკოლის მასწავლებლები მუდმივად არიან ჩართულნი სხვადსხვა ტიპის აქტივობებში და ცდილობენ საკუთარი პროფესიული უნარები მუდმივად განავითარონ.  ამისთვის კი გარდა სქემით გათვალისწ8ინებული აქტივობებისა, სხვა არაერთ პროექტსა თუ აქტივობაში არიან ჩართულნი. 

სკოლის ადმინისტრაცია ამაყობს და ულოცავს ჩოჩხათის საჯარო სკოლის პედაგოგებს, მარინა თავართქილაძესა და მორის გუმბარიძეს, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივ ექსპერტად არჩევას და წარმატებებს უსურვებს მათ.