| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის №4 საჯარო სკოლა ევროპის სასკოლო სპორტის დღის დიდ ოჯახს შეუერთდა.
საქართველო კიდევ ერთხელ აქტიურად ჩაერთო პანევროპულ კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც ქუთაისმა ევროპის სასკოლო სპორტის დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნა.
ქალაქმა უამრავ ენერგიულ და მოტივირებულ მოსწავლეს უმასპინძლა, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ სიმბოლურ მაისურებში იყვნენ გამოწყობილნი. დღის განმავლობაში ბავშვები ერთმანეთს შეეჯიბრნენ „მხიარულ სტარტებში“, სხვადასხვა სპორტულ თამაშებსა და ვარჯიშებში.
ღონისძიების მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული სულისკვეთების გაღვივება იყო.
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ბექა ენჯიბაძემ საუკეთესო შედეგი აჩვენა გეზრბენში და პრიზიც დაიმსახურა.
სკოლა მადლობას უხდის პედაგოგ დავით მოდებაძეს ამ არაჩვეულებრივ სპორტულ ღონისძიებაზე ბავშვების გვერდით დგომის, გამხნევებისა და უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სპორტულმა დღესასწაულმა მონაწილეებსა და გულშემატკივრებს დაუვიწყარი პოზიტიური ემოციები და ენერგია აჩუქა.
„ქუთაისის №4 საჯარო სკოლა მომავალშიც სიამოვნებით გააგრძელებს მსგავს საერთაშორისო ინიციატივებში მონაწილეობას“,- დასძენენ სკოლაში და მოსწავლეთა სპორტულ ცხორვებას აქტიურად ახალისებენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება
სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა პატარებს სწავლის დაწყება მიულოცეს და კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცეს
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ