სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო ჯალაღონია განათლების გლობალური სამიტში მონაწილეობდა
28-09-2026
-
+


თბილისის N141 საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო ღონისძიებებში, აზიარებენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას. 

ახლახან, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ნინო ჯალაღონიამ ბაქოში გამართულ განათლების გლობალური სამიტში (Global Education Summit 2026) მიიღო მონაწილეობა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბაქოს III საერთაშორისო- საგანმანათლებლო სამიტი - გამოცდილების, ინოვაციისა და პროფესიული თანამშრომლობის საერთაშორისო სივრცედ იქცა და ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან განათლების ლიდერებს, ინოვატორ პედაგოგებს, სკოლის ხელმძღვანელებსა და საერთაშორისო ჯილდოების მქონე მასწავლებლებს უმასპინძლა.

სამიტმა შექმნა მნიშვნელოვანი პლატფორმა თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების, ინოვაციური პრაქტიკისა და განათლების სფეროში მიმდინარე გლობალური ტენდენციების გასაზიარებლად.

ღონისძიების ერთ-ერთი მიზანი გახლდათ: ახალი პროფესიული კავშირებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების ჩამოყალიბება. ამ მაღალი რანგის ფორუმში, თბილისის N141 საჯარო სკოლიდან ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო ჯალაღონია წარდგა.

პედაგოგმა საერთაშორისო აუდიტორიას, თბილისის N141 საჯარო სკოლის, სასკოლო საზოგადოების მიერ განხორციელებული პროექტი წარუდგინა და საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა. 

სკოლაში ახარებთ, რომ სკოლის პედაგოგების პროფესიული საქმიანობა ქვეყნის ფარგლებს სცდება და პედაგოგებს წარმატებას ულოცავენ. 

„განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც 141-ე საჯარო სკოლის გამოცდილება საერთაშორისო- საგანმანათლებლო სივრცეში იკავებს ადგილს და ჩვენი პედაგოგების პროფესიული საქმიანობა ქვეყნის ფარგლებს სცდება.

ვულოცავთ, ჩვენი სკოლის პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან, საერთაშორისო აღიარებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას, ახალ პროფესიულ შესაძლებლობასა და ღირსეულ საერთაშორისო ასპარეზს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება