| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამჯერად, თბილისის N60 საჯარო სკოლის Vდ კლასში მიმდინარეობს მათემატიკისა და ისტორიის ერთობლივი პროექტი - „შევხედოთ სამყაროს მათემატიკური თვალით“.
პროექტის მიზანი არის მათემატიკასა და ისტორიაში ნასწავლი საკითხების დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან, ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მოძიების და აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის უნარის განვითარება, სწავლის მოტივაციის გაზრდა.
პროექტის ფარგლებში დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება. პირველი ღონისძიება 20 ოქტომბერს ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, მთელი კლასი სტუმრად შოკოლადის მუზეუმში წავიდა.
მოსწავლეები განაწილდნენ 4-5-კაციან ჯგუფებში და გაინაწილეს დასაკვირვებელი საკითხები:
• ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯთაღრიცხვა;პროექტის შემდეგი ეტაპი მოიცავდა პრეზენტაციას. საგანში - „ჩვენი საქართველო“ მოსწავლეებმა შეძლეს ინფორმაციის მოძიება და აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის წარდგენა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კლასის დამრიგებელი, მათემატიკის მასწავლებელი - ნანა სვანიძე, ისტორიის მასწავლებელი - მარიტა მჭედლიშვილი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მაგდა ჭიქაბერიძე.
„პრეზენტაციების წარდგენამდე მოწვეულ მშობლებსა მოსწავლეებს გავაცანით შეფასების რუბრიკები და კრიტერიუმები, შემდეგ მოვისმინოთ პრეზენტაციები. მსმენელმა მოსწავლეებმა ერთმანეთს დაუსვეს შეკითხვები, ხოლო პრეზენტატორებმა გასცეს პასუხები, მოწვეული მშობლებმა გამოთქვეს მოსაზრებები ღონისძიების შესახებ და შემდგომი აქტივობების დაგეგმვაში ჩაერთნენ“,- გვიყვებიან სკოლაში.
პროექტის ხელმძღვანელები: ნანა სვანიძე, მარიტა მჭედლიშვილი.
კლასის დამრიგებელი: ნანა სვანიძე.
იხილეთ ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ