სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რატომ მიყვარს შემოდგომა?“- ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
10-11-2022
-
+


ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მეოთხე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი მოამზადეს. 

„რატომ მიყვარს შემოდგომა“- წელიწადის ამ დროს მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა ვასილ გულეურის მოთხრობის - „ჩურჩხელები“ შესწავლის პარალელურად, შემოდგომის კუთხე მოაწყვეს,  საშემოდგომო საქმიანობაზე ინფორმაცია მოიძიეს, ფერადი ფოთლები შეაგროვეს, ჩურჩხელების დასამზადებლად საჭირო რეცეპტი შეადგინეს.

ისინი აქტივობაში, პედაგოგ კატო კაკულიას ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„მოსწავლეები გაეცნენ უცხო სიტყვებს როგორიცაა: ხარიხა, საწნახელი, ციცხვი, ქვევრი, გიდელი, ფიალა, ბადაგი. ბებიებისა და დედიკოების დახმარებით, აასხეს ძაფზე თხილი, ნიგოზი და ამოავლეს ჩურჩხელები“,- წერს პედაგოგი კატო კაკულია. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება