სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ახალი ვებპორტალის საშუალებით მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღებენ პასუხებს
16-04-2018
-
+


უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამ თემას მიეძღვნა კონფერენცია, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.

კონფერენციაზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბერიძემ  წარადგინა ახალი ინტერაქტიული ვებპორტალი „იყავი მეგობარი“, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ასევე წარმოდგენილი იყო, უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტროს მიერ დაგეგმილი აქტივობების გეგმა. კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სკოლაში ან სკოლასთან დაკავშირებით მიიღება, მხოლოდ ბავშვის ინტერესებზე არის და იქნება მორგებული.

სკოლებში უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნის მიზნით, უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომლის წევრებიც შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები იყვნენ, შეიმუშავა ცვლილებების პროექტი „ზოგადი განათლების კანონში“. პროექტის მიზანია, მანდატურის სამსახურის გაძლიერება და სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობა, თითოეული ბავშვის დაცვა, როგორც სკოლის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

კანონში ცვლილებათა მიხედვით:

  • შემუშავდება სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სპეციალური წესი.
  • შეიცვლება მანდატურის დაქვემდებარება. მას დანიშნავს და გაათავისუფლებს მანდატურის სამსახური.
  • გაძლიერდება ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა, როგორც სკოლის პერიმეტრის შიგნით, ასევე გარეთ.
  • მანდატურის კვალიფიკაციასთან და ასაკთან დაკავშირებით შეიცვლება მოთხოვნები. სავალდებულო გახდება უმაღლესი განათლება ან ზოგადი და პროფესიული განათლება ერთად.
  • მანდატურების მოსამზადებელი კურსი გახანგრძლივდება და გაძლიერდება. თეორიულ ცოდნასთან ერთად, კურსს დაემატება ფიზიკური მომზადებისა და პრაქტიკის კომპონენტები. თეორიული კურსის შინაარსში განვითარდება ბავშვთა ასაკობრივი კანონზომიერებების, კონფლიქტების მართვისა და მედიაციის მოდულები.
  • მკაფიო გახდება თანამშრომლობის სქემები მანდატურებსა და სკოლის ადმინისტრაციას, მანდატურსა და პატრულს შორის.
  • კონფლიქტური სიტუაციების დეესკალაციის მიზნით კანონში გაჩნდება უსაფრთხოების დაცვის ახალი მექანიზმი „განცალკევება“. იმ შემთხვევაში თუ სკოლიდან გასვლის შემდეგ მოსწავლის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის რისკებთან დაკავშირებით გაჩნდება ეჭვი, მანდატურს უფლება ექნება მოახდინოს მოზარდის განცალკევება, მშობლის ან ოჯახის სხვა რომელიმე წევრის მოსვლამდე. ამ პერიოდში მოსწავლე ჩართული იქნება სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში და მას მეთვალყურეობას გაუწევს სკოლის წარმომადგენელი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება