სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

არაფორმალური განათლების ხელშემწყობი აქტივობები, რომლებიც კათედრამ უნდა დაგეგმოს
06-11-2022
-
+


არაფორმალური განათლება სკოლაში ფორმალური განათლების ხელშეწყობის ეფექტური მექანიზმია. არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა და მართვა კი კათედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა.

არაფორმალური განთლების აქტივობები და ღონისძიებები ხელს უწყობს თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებას და  მოსწავლეებში მოტივაციას ამაღლებს. მნიშვნელოვანია, რომ არაფორმალური აქტივობების განხორციელების შედეგად იზრდება როგორც მშობელთა, ასევე სკოლის მასწავლებელთა კმაყოფილებაც.

როგორ შეიძლება დაიგეგმოს არაფორმალური აქტივობები კათედრების მიერ საგანმანათლებლო კანონმდებლობაზე დაყრდნობით?

კათედრის ხელმძღვანელებისთვის განკუთვნილი გზამკვლევის თანახმად, კათედრებმა ისე უნდა დაგეგმონ არაფორმალური აქტივობები სკოლაში, რომ ესგ-ს პრიორიტეტული თემის ფარგლებში, ესგ-ით განსაზღვრული გამჭოლი კომპეტენციებითა და ღირებულებების მეშვეობით გავიდნენ გეგმით განსაზღვრულ რომელიმე მიზანზე.

რა არაფორმალური განათლების განვითარების ხელშემწყობი აქტივობები შეიძლება განხორციელდეს სკოლაში კათედრების მიერ?

არაფორმალური ღონისძიებების სათანადოდ დაგეგმვის შემთხვევაში კათედრის ან სხვადასხვა კათედრის წევრებს შორის თანამშრომლობის შედეგად ხდება ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. გთავაზობთ რამდენიმე არაფორმალური განათლების აქტივობის/ღონისძიების მაგალითს:

  • სოციალური აქტივობები;
  • ექსკურსიები;
  • საქველმოქმედო აქციები;
  • სოციალური საწარმო;
  • თანატოლ-განმანათლებელი;
  • პროფესია მასწავლებელი;
  • ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები;
  • გამოფენა, სპექტაკლი;

გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და ღონისძიებები: დასუფთავების აქცია, მწვანე ნარგავების აქცია და ა.შ.

ზემოთ განხილული აქტივობების წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა, საგნობრივმა კათედრებმა სასწავლო წლის დასაწყისშივე შეარჩიონ სკოლისთვის პრიორიტეტული რამდენიმე პროექტი/აქტივობა ადამიანური და ფინანსური რესურსების გათვალისწინებით.

შერჩეული არაფორმალური განათლების აქტივობები/პროექტები უნდა აისახოს სასკოლო სასწავლო გეგმაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრული იყოს განხორციელების ვადებიც.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება