სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

,,ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ - ცინარეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
13-04-2018
-
+


ცინარეთის საჯარო სკოლაში შიდა სასკოლო ღონისძიება - ,,ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ გაიმართა. 

ღონისძიებას პედაგოგი ნუნუ ცინარიძე ხელმძღვანელობდა. 

სკოლის აღსაზრდელებმა დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები და მშობლიური ენის მნიშვნელობის შესახებ ქართველი მწერლების მიერ დაწერილი ციტატები წაიკითხეს. 

ღონისძიებამდე მასწავლებელი აღსაზრდელებს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებსა და დედა ენის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
 
იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს

23 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს

რატომ ვერ დგინდება, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო განათლებაზე? - ხარვეზებზე აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება