სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონით“ ბავშვები განიმტკიცებენ რწმენას, რომ თუკი იშრომებენ მიუღწეველი არაფერია“- თერჯოლის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის ვინაობა ცნობილია
01-11-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალხო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.

28 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის თერჯოლის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. 

➤ „თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ეწრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ელენე ჭელიშვილი

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

კონკურსის შესახებ შთაბეჭდილებებს etaloni.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მერიის წარმომადგენელი, „ეტალონი მოსწავლე“, რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დირექტორი, დირექტორის მოადგილე და პედაგოგი უზიარებენ.

მანუჩარ რობაქიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მ.შ.:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ ჩვენი მუნიციპალიტეტის მერია მხარს უჭერს, რადგან თავად პროექტი ბავშვების აზროვნების ამაღლების კუთხით უნიკალური შესაძლებლობაა. მოსწავლეებს დიდი გამოცდილება უგროვდებათ, წლებით გამოცდილ ინტელექტ-ჩემპიონატში და სწორედ ამიტომ, მის მხარდაჭერას კვლავ გავაგრძელებთ. კონკურსი თითოეულ მონაწილეს დიდ გამოცდილებას სძენს, რაც ნებისმიერი ადამიანის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია. მოსწავლეები ეჩვევიან, რომ დამოუკიდებლად ისწავლონ აზროვნება, სისწრაფე და ცოდნას თავი მოუყარონ. სწორედ ეს ყველაფერია „ეტალონში“ გაერთიანებული. მინდა მივულოცო გამარჯვება და „თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მოპოვება ეწრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეს, ელენე ჭელიშვილს. ეს სკოლისთვის დიდი წარმატებაა და მოსწავლეს წარმატებებს ვუსურვებ, მასთან ერთად ასევე თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრსაც.

გურამ თურქაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი:

„ეტალონში“ დიდი ხანია, ტრადიციულად ვართ ჩართულები. პროექტთან და მის გუნდთან თანამშრომლობისას არასდროს არ შეგვქმნია სირთულე და ყოველთვის გვსიამოვნებდა კონკურსში მონაწილეობა. რაც შეეხება წლევანდელ ჩემპიონატს, უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ, რომ წელს დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს ვზეიმობთ და „ეტალონის“ საორგანიზაციო ჯგუფმა ეს გაითვალისწინა. ტესტებში დავით კლდიაშვილის შესახებ შევიდა კითხვები და ამით ძალიან კმაყოფილები ვართ. ვფიქრობთ და ვგეგმავთ გამარჯვებულების მიღწევები ღონისძიებით აღვნიშნოთ. მიმაჩნია, რომ „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის დიდი შესაძლებლობაა საკუთარი თავი გამოსცადონ და ცოდნისადმი მეტი ინტერესი გაიჩინონ. პროექტში მონაწილეობა თითოეული მოსწავლისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. პროექტის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ.

ქეთევან შეყრილაძე, თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

როგორც ყოველთვის წელსაც სკოლებს, პედაგოგებს და მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად მონაწილეობის სურვილი და მზაობა ჰქონდათ. პროექტი წლებია დიდ მხარდაჭერას ინარჩუნებს. წლევანდელმა დისტანციურად ჩატარებულმა ჩემპიონატმა კარგად ჩაიარა და მისდამი ინტერესი კვლავ დიდი იყო. წელს პირველად, კონკურსში ჩვენი მუნიციპალიტეტის კერძო სკოლის მოსწავლეც მონაწილეობდა, რომელმაც მესამე საპატიო ადგილი დაიკავა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისადმი“ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. შესაბამისად, ჩვენს პროექტის და მისი შემოქმედი გუნდის მიმართ მეტი მოლოდინი გვაქვს. ვფიქრობ, მოსწავლეები პროექტში უნდა მონაწილეობდნენ, რადგან დღევანდელ რეალობაში ეს არის ერთადერთი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მასიურ ჩართულობას უზრუნველყოფს და ბავშვებს აძლევს შანსს, საკუთარი თავი გამოსცადონ, ნახონ რა იციან, სად შეიძლება მეტი იმუშაონ, რათა უკეთესი შედეგი მოიპოვონ; „ეტალონის“ საშუალებით ბავშვები ასევე, განიმტკიცებენ რწმენას, რომ თუკი იშრომებენ და ისწავლიან მიუღწეველი არაფერია. წელს, ჩვენს მუნიციპალიტეტში გამარჯვება ეწრის სკოლას ხვდა წილად. ვულოცავ ელენეს და წარმატებებს ვუსურვებ.

ელენე ჭელიშვილი, „თერჯოლის ეტალონი მოსწავლე“:

„ეტალონში“ წელს მეოთხედ მივიღე მონაწილეობა და მაქსიმუმი ვიშრომე იმისთვის, რათა ეს შედეგი დამედო. ვფიქრობ, ამ წარმატებაში გარდა სკოლაში მიღებული ცოდნისა უდიდესი წვლილი ჩემი მასწავლებლების შრომას აქვს. ჩემთვის ეს სტატუსი ძალიან დიდ სიამაყეს ნიშნავს. ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა და მინდა სხვა ახალგაზრდებისთვის მოტივატორი გავხდე. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მოცემული კითხვები ძალიან მომეწონა, რადგან ზოგადი შეკითხვები იყო, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს. ვთვლი, რომ ძალიან ობიექტური პროექტია და ამისთვის „ეტალონს“ დიდი მადლობა. ჩემს თანატოლებს მონაწილეობას ვურჩევ, რადგან საკუთარ ცოდნას უფრო გამოამჟღავნებენ და ასევე, მეტ სიმამაცეს, გაბედულობას ისწავლიან.

იამზე ხვარეშია, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწრის საჯარო სკოლის დირექტორი:

ელენე იმდენად კარგი მოსწავლეა, რომ მქონდა იმედი გავიმარჯვებდით და საპრიზო ადგილს ავიღებდით. მადლობა მინდა „ეტალონს“ გადავუხადო იმისთვის, რომ კარგი შეკითხვები იყო და თავად ბავშვია კმაყოფილი. ასევე მადლობა, ჩემს პედაგოგებს და რა თქმა უნდა მოსწავლეს, ამ წარმატებისთვის. ძალიან გამიხარდა, როდესაც დამირეკეს და მითხრეს ეს სასიხარულო ამბავი. ჩვენი სკოლისთვის „თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. სკოლაში მიმდინარე ღონისძიებაც სწორედ ამ სასიხარულო ამბით გავხსენი და მივულოცე ყველას ეს წარმატება. ვფიქრობ, ეს გამარჯვება ჩვენი სკოლისთვის და მასწავლებლებისთვისაც დიდი სტიმულია. მიმაჩნია, რომ ჩემპიონატში მონაწილეობით ბავშვები სწავლისადმი მეტად დაინტერესებულები ხდებიან. დარწმუნებული ვარ, სკოლები, რომლებმაც ეს ტიტული ვერ მიიღეს გაასმაგებით იმეცადინებენ. თავისთავად მეც, არ მოვადუნებ ყურადღებას, რათა მეტი ვიშრომოთ და კვლავ დიდ წარმატებას მივაღწიოთ ამჯერად, ფინალში. „ეტალონი“ ეს არის ცოდნის მიღების და გაღრმავების შესაძლებლობა.

მირანდა ჟორჟოლაძე, ეწრის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე:

ელენე გამორჩეულად კარგი, ნაკითხი და ერუდირებული ბავშვია, სწორედ ამიტომ მის ამ წარმატებას ნამდვილად ველოდი. მქონდა მისი წარმატების მოლოდინი. ძალიან გახარებულები ვართ, რომ ბავშვებს მეტი მოტივაცია მიეცათ და დარწმუნდნენ, რომ თუკი მოინდომებენ, იშრომებენ მაშინ, დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ. ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული პროექტია. წლებია თვალყურს ვადევნებ და ვთვლი, რომ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი მეშვეობით თავიანთი შრომის შედეგს თავადაც ხედავენ სხვებსაც ანახებენ. პირადად ჩვენი სკოლა „ეტალონს“ ყოველთვის დავუჭერთ მხარს.

ნუგზარ ხვარეშია, ეწრის საჯარო სკოლის წარმომადგენელი:

ჩვენი სკოლა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ყოველ წელს აქტიურად მონაწილეობს. ვფიქრობ, პროექტში მონაწილეობა პირველ რიგში ბავშვის წარმატებაა და სასკოლო საზოგადოებას გვეამაყება, რომ ჩვენს სკოლას ასეთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს. მისი ეს გამარჯვება პედაგოგების წარმატებაცაა. მიმაჩნია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საუკეთესო პროექტია და ძალიან მომწონს. მისი საშუალებით ბავშვები სწავლისადმი მოტივაციას იმაღლებენ.



ასევე იხილეთ:

„დიდი სურვილი მაქვს, „ეტალონი“ დაწყებით კლასებშიც ტარდებოდეს“-  თერჯოლის, ჭიათურის, ხაშურის, ლაგოდეხის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში I ეტაპი გაიმართა

„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - თერჯოლა, ჭიათურა, ხაშური, ლაგოდეხი და ტყიბული

თერჯოლის, ჭიათურის, ხაშურის, ლაგოდეხის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება