სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გურჯაანის საჯარო სკოლაში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა
31-10-2022
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეული აღნიშნეს. 

მედიაწიგნიერების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, მე-2 -მე-12 კლასების ჩათვლით, სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობა ყველა საგანში გაიმართა. მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია, ამოიცნეს ყალბი და რეალური ფოტოები, ითამაშეს, გავმართეთ დისკუსია, შექმნეს სხვადასხვა სახის ციფრული და მატერიალური რესურსი

უფროსმა სპეციალურმა მასწავლებელმა ეკატერინე ხარაზიშვილმა მე-12 კლასის სსსმ მოსწავლესთან აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საუბარი გამართა. მისი მიზანი იყო მედიაწიგნიერების პოპულარიზაცია. მოსწავლემ ნახა ფილმი „ლამაზმანი და ურჩხული“.

„ფილმი ხაზს უსვამს სტერეოტიპებისა და წინასწარი განწყობის საფუძველზე ჩამოყალიბებული შეფასებების მნიშვნელობას და შემდგომ გავმართეთ დისკუსია ფილმთან დაკავშირებით. კითხვების მიხედვით მოსწავლემ ფილმის დადებით შინაარსზე გაამახვილა ყურადღება, მას მოეწონა, რომ ფილმი მუსიკალურად ვითარდება ზღაპრულ და რომანტიკულ გარემოში და რომ როგორც ყველა ზღაპარში სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე, კეთილი ბელი თავისი ქცევებით ჯილდოვდება.ასევე გავუმახვილე ყურადღება სტერეოტიპულ და წინასწარი განწყობის საფუძველზე ჩამოყალიბებული შეფასებების მნიშვნელობაზე,რომ მხოლოდ გარეგნობით არ უნდა დავასკვნათ,რომ რომელიმე ადამიანი ცუდია. შეიძლება მისი სიმახინჯის უკან უდიდესი ადსამიანი იყოს“,- წერს უფროსი სპეციალური მასწავლებელი ეკატერინე ხარაზიშვილი. 

გარდა ამისა, სპეციალურმა პედაგოგმა (ნ. კალაძე) სსსმ მოსწავლეს იუმორისტული ანიმაციური ფილმი: „შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება“ აჩვენა. აქტივობის მიმდინარეობაში მოსწავლე დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთო.

„ფილმი გვასწავლის, რომ მეგობრებისა და ერთად მუშაობის შემთხვევაში, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. აუცილებელია სხვის გრძნობებზე დაფიქრება და მათი გათვალისწინება.
ფილმის შემდეგ გავესაუბრე, გამიზიარა შთაბეჭდილებები. გამოვიყენე დამხმარე კითხვები:
როგორ მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში.
სკოლაში რომ ახალი მოსწავლე მოვიდეს როგორ მოიქცევა, ჰყავს შინაური ცხოველი და რას ეძახის.
მიტოვებული ძაღლი რომ ნახოს როგორ მოიქცეოდა.
მოსწავლემ დამაჯერებლად, გასცა პასუხი, რომ ახალ მოსწავლეს დაუმეგობრებდა და სასწავლო ნივთებს გაუნაწილებს.
მიტოვებულ ძაღლს წაიყვანს, ბინას მიუჩენს, წყალს დაალევინებს, დააპურებს.
ფილმა ფანტაზიის გამდიდრების საშუალებას შეუწყო ხელი ,სხვისი გრძნობებზე დაფიქრება ერთხელ კიდევ ასწავლა“,- წერს
უფროსი სპეციალური მასწავლებელი. 

მედიაწიგნიერების კვირეულს გამოეხმაურნენ მე-2 კლასის მოსწავლეები. ჩატარდა გაკვეთილი, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. ის საინტერესო აქტივობები იყო დატვირთული. 

ჩატარდა ქართული ენის გაკვეთილი თემაზე: „ჩურჩხელები“, ავტორი ვასილ გულეური. დიდი მოწონება დაიმსახურა აქტივობამ - „საყვარელი ტკბილეულის რეცეპტი". მოსწავლეებმა მოიძიეს ვიდეო და ტექსტური რეცეპტები. შეავსეს სქემა როგორც მოთხრობის, ასევე მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაშია აბიტურიენტი ვალდებული 1-ელ აგვისტომდე განაცხადი წარადგინოს NAEC-ში

თანხის გადახდის ბოლო ვადა აპლიკანტებს დღეს, 5 ივნისის 18:00 საათამდე აქვთ - დეტალური ინფორმაცია

სკოლეში გამოცდები 24 ივნისამდე ჩატარდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება