| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში სკოლიდან მონაწილეობდა 4 მოსწავლე, რომელთაც „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. მათგან თინათინ შუკაკიძე შემდეგ ეტაპზე გადავიდა და „ჭიათურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 26 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 28 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
პენსიონერ მასწავლებლებს სკოლებში აბრუნებენ - სამინისტრო ჩინეთში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიდგომას ცვლის
მასწავლებელს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების, დირექტორს კი სკოლიდან დათხოვნის უფლება აქვს - დოკუმენტი
„აბიტურიენტებს შეეზღუდებათ არჩევანი, ვერ აირჩევენ იმ უნივერსიტეტს, რომლის შესახებაც სექტემბერში უკვე ცნობილი იყო...“
ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას
„ხელმძღვანელმა ყველა ახალ, კარგ წამოწყებას, მასწავლებლისგან იქნება ის თუ მოსწავლისგან, მხარი უნდა დაუჭიროს“...
სასკოლო საზპგადოების წინაშე მათ საქართველოს თითოეული კუთხე, მათი უნიკალური კულტურით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი წარადგინეს
პენსიონერ მასწავლებლებს სკოლებში აბრუნებენ - სამინისტრო ჩინეთში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიდგომას ცვლის
გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“