სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რა სახის ინფორმაცია არ უნდა განათავსოს პედაგოგმა Facebook-ზე და რა წესები უნდა დაიცვას სოციალურ ქსელში მოსწავლეებთან კონტაქტისას?
22-10-2022
-
+


თანამედროვე სამყაროში, პედაგოგთა ცხოვრებაში, ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა. მათი მოხმარება, მასწავლებელთა უმრავლესობისთვის, ყოველდღიურობად იქცა. საყურადღებოა, ის, თუ რა სახის ინფორმაციას ათავსებენ ისინი სოციალურ ქსელებში.

ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ისინი შეზღუდულები არ უნდა იყვნენ და ნებისმიერ პოსტი განათავსონ. სხვების აზრით კი, პედაგოგი სოციალურ ქსელებს სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. 

ჩვენ ერთ-ერთი უცხოელი დარგის ექსპერტის რჩევებს გიზიარებთ. 

არ განათავსოთ პოსტი სამუშაო საათებში

მოსწავლეების, მშობლებისა და ზოგადად, საზოგადოების მიმართ ძალიან ცუდი გზავნილია, როდესაც მასწავლებელი სამუშაო საათებში დროს სელფის გადაღებასა და პოსტების წერაში ხარჯავს. ასევე, აზიარებს რომელიმე კულინარიულ რეცეპტს ან ფიტნეს დარბაზის რეკლამას. უმჯობესია, თუ მსგავსი თემატიკის პოსტებს მხოლოდ სამუშაოს დასრულების შემდეგ განათავსებთ.

თუ სოციალურ ქსლებში მოსწავლეები და მშობლები გყავთ დამეგობრებული, არ გააზიაროთ პირადი სურათები და არ მონიშნოთ სხვა მასწავლებლები

არავითარი ალკოჰოლური საშუალებებისა და პლაჟის ფოტოები, თუ თქვენი სოციალური ქსელი დახურული არ არის. უნდა გესმოდეთ, რომ მშობლები და მოსწავლეები ამ ყველაფერს ნახავენ. მართალია, ეს თქვენს პროფესიონალიზმზე არანაირად არ მეტყველებს, თუმცა მათთვის ამგვარი ინფორმაციის გაზიარება მიზანშეწონილი მაინც არ არის. ასევე, თუ კოლეგებს ფოტოს განთავსების სურვილი ექნებათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მონიშნეთ.

არ გამოიყენოთ სოციალური ქსელი იმ ისტორიების მოსაყოლად, რომლებიც თქვენსა და თქვენს საქმიანობაზე კარგად არ აისახება

Facebook არის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი მასწავლებელი, შესაძლოა,  მოსწავლეებსა და სკოლას უჩიოდეს. ეცადეთ, არსებული პრობლემა სკოლაში, ადმინისტაციასა და მოსწავლეებთან მოაგვაროთ. პოსტი მხოლოდ გამოუვალ ვითარებაში განათავსეთ. იმ შემთხვევაში, თუ დიდ უსამართლობას გადააწყდით და გინდათ, ფართო საზოგადოებას გააგებინოთ.

მოსწავლეებს არ უნდა ეკონტაქტოთ

არ არის კარგი, როდესაც მოსწავლეებთან სოციალურ ქსელებში ხშირად კონტაქტობთ და საუბრის თემა სასკოლო ცხოვრებას სცდება. ასე მათთან ზედმეტად მეგობრული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ, რაც საგაკვეთილო პროცესს დააზიანებს. ასევე, თავი უნდა შეიკავოთ და განთავსებულ ინფორმაციაზე კომენტარები არ უნდა დაუწეროთ. ამან შესაძლოა ფავორიტიზმი განავითაროს და სხვების თვალში რეპუტაცია შეგელახოთ.

არ დაიმეგობროთ კოლეგები, რომლებიც არ მოგწონთ ან არ იცნობთ

როდესაც კოლეგა, მისი მიდგომები და დამოკიდებულები არ მოგწონთ, შეეცადეთ, რომ სოციალურ ქსელებში არ დაიმეგობროთ, რადგან ასე, შესაძლოა, გარკვეულწილად, მასთან ასოცირებული იყოთ. ეს ეხება იმ კოლეგებსაც, ვისაც არ იცნობთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება