| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი თავის მოსწავლებს იცნობდეს. იცოდეს მათი ინტერესების, მისწრაფებების, ოჯახური მდგომარეობის, სხვადასხვა საკითხისადმი დამოკიდებულებისა და ემოციური ფონის შესახებ. ეს პედაგოგს დაეხმარება, რათა საგაკვეთილო პროცესი უფრო ნაყოფიერად წარმართოს და ასევე, საჭირო დროს, მოსწავლესაც გვერდით დაუდგეს.
უცხოელი ექსპერტები სხვადასხვა რჩევას გასცემენ, თუ როგორ უნდა გაიცნოთ მოსწავლეები უკეთ. ჩვენ სწორედ ერთ-ერთი მაგანის ნააზრევს გთავაზობთ.
იმისთვის, რომ მოსწავლე გაიცნოთ, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მათთვის შესაბამისი კითხვების დასმაა. თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, რომ მოსწავლეებს თავი არ უნდა მოაბეზროთ ან უხერხულობა არ აგრძნობინოთ. ამისთვის მათთან სასაუბროდ შესაფერისი დრო და სიტუაცია უნდა შეარჩიოთ. ზოგჯერ მსგავსი კითხვების დასმა აუცულებელი საშუალებაა იმისთვის, რომ მოსწავლეებთან დიალოგი შეძლოთ.
დასმული კითხვები შეიძლება შემდეგ საკითხებს მოიცავდეს - ინტერესები და ჰობი; სასკოლო ცხოვრებისა და გარესამყაროსადმი დამოკიდებულება; ოჯახი და კულტურული ფონი; აკადემიურად ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები; მოლოდინები, რაც სკოლისგან აქვთ.
ინტერესები და ჰობი
სასკოლო ცხოვრებისა და გარესამყაროსადმი დამოკიდებულება
ოჯახი და კულტურული ფონი
აკადემიურად ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები
მოლოდინები, რაც სკოლისგან აქვთ
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა