| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რუსთავის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამა.
ქალაქ რუსთავში ფუნქციონირებს 22 სააღმზრდელო დაწესებულება (ბაგა-ბაღი) გეგმიური 6925 აღსაზრდელით, ჩარიცხულია 6500 აღსაზრდელი, რაც აკმაყოფილებს ქალაქში არსებულ ბაგა-ბაღებში ჩასარიცხ მსურველთა 94% -ს (ვაკანტურია 400 ადგილი), ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ჩარიცხვა ხორციელდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისისათვის, ელექტრონული წესით, დაშვებულია გამონაკლისის სახით განცხადების საფუძველზე ჩარიცხვა (მრავალშვილიანი, შშმ-პირები, დედმამიშვილები და სხვა). სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს მომსახურებას უწევს 1029 თანამშრომელი.
„პროგრამის მიზანია ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და სახელმწიფო სტანდარტები. ადრეული ასაკის ბავშვთა აღზრდა განვითარების სტანდარტის დანერგვა ასოცირდება ხარისხიან სკოლამდელ განვითარებასთან, რომელიც ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგთა მაღალ პროფესიულ კომპეტენციებს, ახალ სტანდარტებზე დაყრდნობით შესაბამისი კურიკულუმების შემუშავებას, ყველა ტიპის ბავშვთა ჩართულობას, უსაფრთხო სოციალურ და ემოციურ გარემოს, ბავშვთა აქტიურ მონაწილეობას საგანმანათლებლო პროცესში, რომლის განხორციელებაც მიმდინარეობს სამართლებრივი დოკუმენტების მიხედვით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება