სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პედაგოგი ერთი დღით - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი აქტივობა 
10-10-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 5 ოქტომბერს, მოსწავლეებმა, პედაგოგთა როლები მოირგეს და სხვადასხვა საგანში გაკვეთილებს უხელმძღვანელეს. მოსწავლეებმა სკოლის ხელმძღვანელების ფუნქციებიც გაინაწილეს. დირექტორის ფუნქციები ერთი დღით ქრისტინე უგრეხელიძემ შეითავს, სასწავლო ნაწილის როლში კი მარი ვაწაძე მოგვევლინა. მე-11 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაკვეთილი ლუკა ქუთათელაძემ და ავთანდილ ფაიქიძემ ჩაატარეს. დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა თანასკოლელებს ერთი დღით გაკვეთილები ჩაუტარეს. ისტორიისა და ქართულის საინტერესო გაკვეთილების შესახებ უკვე გიამბეთ, ასევე საინტერესო გაკვეთილები ბავშვებმა: რუსულში, ქიმიასა და ფიზიკაში ჩაატარეს.

უფროსკლასელებს არც სხვა მოსწავლეები ჩამორჩნენ . ამჯერად, მეოთხეკლასელებს პედაგოგის ამპლუაში VIII კლასის მოსწავლე მარიამ ჯიქია მოევლინათ.
 
„ჩვენს სკოლაში მასწავლებლის პროფესიული დღის აღნიშვნას საინტერესო ტრადიცია ახლავს. ერთი დღით საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მასწავლებლის როლში გვევლინებიან და ჩვენთან თანამშრომლობით გაკვეთილებს ატარებენ.

ჩემს პატარებს მასწავლებლის ამპლუაში VIII კლასის მოსწავლე მარიამ ჯიქია მოევლინა, რომელიც წლების წინ ასევე ჩემი მოსწავლე გახლდათ. უნდა აღინიშნოს, რომ მარიამმა შესანიშნავად გაართვა თავი ამ საპასუხისმგებლო მისიას“, - ვკითხულობთ პედაგოგის,  თეა ჭუმბურიძის წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება