TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთი დღით მასწავლებლების როლები მოირგეს
10-10-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული დღე მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში აღინიშნა.

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გაკვეთილებს ერთი დღით მოსწავლეები ატარებდნენ. აღნიშნული აქტივობა სკოლისთვის უკვე ტრადიციად არის ქცეული. სკოლის დირექტორის ამპლუაში ქრისტინე უგრეხელიძე წარდგა ხოლო სასწავლო ნაწილის როლი მარი ვაწაძემ მოირგო.

ქართულისა და ისტორიის გაკვეთილები, რომლებიც სხვადასხვა კლასებში მოსწავლეებმა  ჩაატარეს საინტერესო და მრავალფეროვანი იყო

მე-11 კლასში ქართულ ენასა და ლიტერტურაში გაკვეთილი ლუკა ქუთათელაძემ და ავთანდილ ფაიქიძემ ჩაატარა. ასევე VI კლასის მოსწავლეებმა - ბარბარე ჯალაღანიამ და ლუკა ჩიქოვანმა მოირგეს მასწავლებლის როლი და  ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი წარმართეს.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა ჩვენი საქართველოს გაკვეთილები ჩაატარეს მე-6 და მე-6 კლასში, ხოლო ისტორიის საინტერესო გაკვეთილი მე-8 კლასში.

„მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა პირველ სკოლაში ყოველ წელს მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნება. ტრადიციად არის ქცეული მოსწავლეებმა მოირგონ მასწავლებლის როლი და წარმართონ გაკვეთილი ამა თუ იმ კლასის ამა თუ იმ საგანში. აქტივობას წინ უძღვის გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვა, რესურსების შერჩევა. ვფიქრობთ ეს აქტივობა პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მადლობას ვუხდით: თაზო ბუიშვილს, კრისტი ჩიხლაძეს, მათე ჩიხლაძეს, ნინი ბენიძეს, გიგი ჩოფლიანს და მარი კოვზირიძეს პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისათვის“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლის დირექტორებს წინასაარჩევნო კამპანიაში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართვის გამო გაათავისუფლებენ - ფაშინიანმა პირადად მოსთხოვა განცხადების დაწერა

ეროვნულ გამოცდებზე 43 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული - იხილეთ რომელ გამოცდაზე რამდენი აპლიკანტი დარეგისტრირდა

ზოგად განათლებას სკოლა აღიარებს, ცნობილია იცვლება თუ არა ატესტატის აღიარების წესი

ფულად დახმარებას ოჯახები მიიღებენ... - რა შემთხვევაში განისაზღვრა 1000-დან 5000 ლარამდე თანხა

პიროვნება

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

სკოლები
​მოსწავლეთა გუნდის კოორდინატორი და მხარდამჭერი იყო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ინგა მართალიშვილი
 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა შექმნილი ულამაზესი ხელნაკეთი ნამუშევრები

პროექტის პრაქტიკული ნაწილი სოფლის ტყის დასუფთავებას დაეთმო

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება