სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლამ კულტურულ მემკვიდრეობას კიდევ ერთი ძეგლი შეჰმატა“- ბოჭორმის საჯარო სკოლის პედაგოგების ხორცშესხმული მიზანი
26-09-2022
-
+


თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა ვაჟა-ფშაველას ქალიშვილების საფლავი მოაწყვეს. 

მათ თამარ და მარიამ რაზიკაშვილების საფლავი მოაწესრიგეს, შირიმის ქვა მიიტანეს და დაამუშავეს. საქმიანობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო. 

სკოლაში შესრულებული სამუშაოთი ძალიან კმაყოფილები არიან და მიაჩნიათ, რომ მართლაც საამაყო, საშვილიშვილო საქმე გააკეთეს. 

„არ ვიცი როგორ გადმოვცე ეს სიხარული და ემოცია, სიტყვები არ მყოფნის, იმაზე სასიამოვნო არაფერია, როცა მიზანს ისახავ და ამ მიზნისკენ ნაბიჯებს დგამ და იმედს არ კარგავ, როდესაც იდეას ხორცშესხმულს უყურებ საოცარი ემოცია გეუფლება, ამ წამს, ამ ემოცის გადმოცემა მიჭირს, ვუყურებ და ვგრძნობ, რომ ჩვენმა სკოლამ კულტურულ მემკვიდრეობას კიდევ ერთი რამ შეჰმატა. შეიძლება მცირე, მაგრამ ახალი თაობისთვის სამაგალითო. ბედნიერებისგან სიტყვა გამიგრძელდა, მაპატიეთ. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც დაგვეხმარა და გულთან მიიტანა. მადლობა იოსიფ გიგაურსა და ბესო ჩახმახაშვილს. მადლობა და მადლობა! წინ კიდევ სიურპრიზი გელით“,- წერია სკოლის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება