კოჭბანის საჯარო სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა ზღაპრული დახვედრა მოუწყვეს
23-09-2022
დაკოპირებულია
-
+
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
გაიმართა მიღება, სადაც მოსწავლეებს ანიმაციური ფილმების გმირები დახვდათ. წელს სკოლამ 4 პირველკლასელი მიიღო.
მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.