| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

15 სექტემბერს, საქართველოში სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა, ქვეყნის სკოლებში მოსწავლეები დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს, გამონაკლისი არც შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლა ყოფილა.
სკოლაში მოსწავლეებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა. საქართველოს ჰიმნის ფონზე აღიმართა სახელმწიფო დროშა. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.
სკოლაში განსაკუთრებულად იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე. მათ საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები და სახელმძღვანელოები.
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„გილოცავთ ახალ სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი ყოფილიყოს თითოეული მოსწავლისთვის, რადგან თქვენი წარმატება ქვეყნის წინსვლის განვითარების საწინდარია“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
რომელ სკოლებს შეეხოთ მინისტრის ბრძანება - რა შეიცვალა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
ბაღებში 21 ათასი აღსაზრდელით ნაკლებია - ყველაზე მეტი ბავშვი თბილისს მოაკლდა - ბოლო 3 წლის სტატისტიკა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება