სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კვირიკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სადღესასწაულოდ მორთული და სამაგალითოდ მოწესრიგებული საგანმანათლებლო გარემო დახვდათ
23-09-2022
-
+


15 სექტემბერს, საქართველოში სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიოდემიოლოგიური ვითარების ფონზე განახლდა. ქვეყნის სკოლების კარი მოსწავლეებმა ჟრიამულითა და დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს. გამონაკლისი არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლა ყოფილა. 

სკოლაში მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყეს. მოსწავლეთა დასახვედრად სკოლის დირექცია და პედაგოგები განსაკუთრებულად მოამზადნენ და მოსწავლეებს სადღესასწაულოდ მორთული და სამაგალითოდ მოწესრიგებული საგანმანათლებლო გარემო დაახვედრეს. სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს. 

„კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებო, მშობლებო და მასწავლებლებო, გილოცავთ, 2022 -2023 სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებების, ჯანმრთელობის, სიხარულისა და ბედნიერების წელი იყოს ეს სასწავლო წელი ყველასათვის. განსაკუთრებით მინდა პირველკლასელებს დავულოცო პირველი ნაბიჯები ცოდნის ტაძარში“,-ვკითხულობთ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება