სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
20-09-2022
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში, ბიოლოგიის მასწავლებლის - მაკა ჭანტურიძის ინიციატივით, ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

გამართულ აქტივობაზე მოსწავლეებმა ოზონის შრის მნიშვნელობაზე იმსჯელეს, გამოთქვეს ვარაუდები და დასახეს გეგმებიი, თუ რა წვლილს შეიტანენ ისინი ოზონის შრის დაცვის უმნიშვნელოვანეს საქმეში.

აქტივობის ფარგლებში, საინტერესო პრეზენტაციები და ვიდეოები წარმოადგინეს. 
 
1994 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის დღედ გამოაცხადა, რომელიც 1987 წელს „ოზონდამშლელი ნივთიერებების შესახებ” მონრეალის ოქმზე ხელმოწერას ეძღვნება. ოზონის შრე გაზის მყიფე ფარია, რომელიც დედამიწას მზის მავნე სხივებისგან იცავს და ამგვარად პლანეტაზე სიცოცხლის შენარჩუნებას უწყობს ხელს. საქართველო ვენის კონვენციასა და მონრეალის ოქმს 1996 წელს შეუერთდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

ეს საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, ​რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა წლობით გაჭიანურდა და პროექტების ღირებულებამ 2 მილიონს გადააჭარბა - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა

ცვლილება სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის - მთავრობის დადგენილება ძალაშია

ვულოცავთ ბაღდათის N1 საჯარო სკოლას, მის გულისხმიერ დირექციას, ქართული ენისა და ლიტერატურის ამაგდარ პედაგოგს
 
პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ საინტერესო შემეცნებით საქმიანობებში

მოსწავლეები აქტიურად და ხალისით ჩაერთნენ დისკუსიებსა და შეთავაზებულ აქტივობებში
 

მოსწავლე კონკურსზე საინტერესო იდეით წარდგა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა

საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება