სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რას ნიშნავს „საკვანძო შეკითხვები“ და რატომ გაჩნდა საგნობრივ სასწავლო გეგმებში ახალი სტრუქტურული ერთეული
24-09-2022
-
+


მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ გზამკვლევში განმარტებულია,
რა არის საკვანძო შეკითხვა და რით განსხვავდება იგი გაკვეთილის ბოლოს დასმული შეკითხვებისგან. 


ჩვეულებრივ, ამ ტიპის შეკითხვების ზოგად მახასიათებლებს შემდეგი სახით აყალიბებენ: 

  • საკვანძო შეკითხვა ფოკუსირებულია ჩვენთვის მნიშვნელოვან იდეებზე, რომელთა გაგების/შემეცნების სურვილი ან მოთხოვნილება გვაქვს;
  • იგი წვდება დისციპლინის სიღრმეებს და მიმართულია იმ ძირითადი ცნებების სიღრმისეული გააზრებისკენ, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია სხვა პრობლემებთან და სიტუაციებთან მიმართებითაც;
  • საკვანძო შეკითხვას არ აქვს ერთი „სწორი“ პასუხი; სანაცვლოდ, იგი იძლევა განსხვავებულ შეხედულებებსა და მოსაზრებებზე მსჯელობის საშუალებას;
  • საკვანძო შეკითხვას არ აქვს ისეთი პასუხები, რომელთა პოვნაც შესაძლებელია წიგნებში ან ინტერნეტით; მასზე გაცემული პასუხები უნდა იყოს მოფიქრებული, დასკვნების შეჯერების შედეგად მიღებული;
  • საკვანძო შეკითხვა მოსწავლეებს უბიძგებს მონაწილეობა მიიღონ ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში;
  • როგორც წესი, იგი  რამდენიმე დისციპლინაში გამოიყენება;
  • საკვანძო შეკითხვა ხელახლა ისმება დროთა განმავლობაში და ხელახლა მივყავართ პასუხებამდე, რომლებიც უფრო და უფრო დახვეწილია;
  • საკვანძო შეკითხვა აგებულია იმგვარად, რომ უზრუნველყოს მოსწავლეთა ჩართულობა და მათი ინტერესის შენარჩუნება; ახდენს ფიქრის პროვოცირებას;
  • აქტუალურია თითოეული მოსწავლისათვის, მიუხედავად მათი ინტერესებისა და წინარე ცოდნისა; 
  • ქმნის საერთო საფუძველს დისკუსიისთვის, მიუხედავად მოსწავლეების მზაობის დონისა;
  • ბუნებრივად გადავყავართ სხვა კითხვებზე, რომლებსაც მოსწავლეები სვამენ თავიანთი იდეების დასაზუსტებლად ან ძიების გასაგრძელებლად;
ზოგიერთ საკვანძო შეკითხვაზე პასუხის ძიება შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. 

ყველა ამ მახასიათებლის გათვალისწინებით, სასურველია, საგნობრივი თემების საკვანძო შეკითხვები მინიმუმ შემდეგ ფუნქციას ასრულებდეს: 

  • მოსწავლის წინარე ცოდნის აქტუალიზება, ცნობისმოყვარეობის გაღვივება,  პროვოცირება ახალი ცოდნის შესაძენად;
  • სასწავლო თემის გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებულად სწავლა-სწავლების უზრუნველყოფა;  
  • თემის სწავლა-სწავლების პროცესში შუალედური ბიჯების, ანუ მიზნების განსაზღვრა. 
რატომ გაჩნდა საგნობრივ სასწავლო გეგმებში ახალი სტრუქტურული ერთეული „საკვანძო შეკითხვები“? - ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგმა აჩვენა, რომ საქართველოს სკოლებში არ ექცევა სათანადო ყურადღება მოსწავლის ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, სასწავლო პროცესის მოსწავლის გამოცდილებაზე დაფუძნება, ასევე, სასწავლო პროცესი დაქსაქსული, დანაწევრებული, ფაქტობრივი ინფორმაციის სიმრავლეშია დანთქმული, არ ხდება სასწავლო პროცესის მიზანმიმართულად წარმართვა არსებითი, საკვანძო საკითხების გააზრებისა და ათვისებისაკენ.   სხვაგვარად რომ ვთქვათ, პრაქტიკულად იგნორირებულია პირობისეულ-ფუნქციური ცოდნის კომპონენტი. ვფიქრობთ, რომ წლიურ პროგრამაში კონკრეტული სასწავლო თემების მიხედვით საკვანძო შეკითხვებისა გამოკვეთა ამ პრობლემას ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს, ვინაიდან, იგი ემსახურება, ერთი მხრივ, მოსწავლის მოტივირებას, მისი წინარე ცოდნის გააქტიურებას, მეორე მხრივ, სასწავლო პროცესში არსებითი საკითხების გამოკვეთას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება