| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

15 სექტემბერს, სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. წელს, საქართველოს სკოლების კარი მოსწავლეებმა ჟირმულითა და დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს, გამონაკლისი არც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლა ყოფილა.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა. სკოლის დირექციამ ახალი სასწავლო წლის დაწყება დიდი ზეიმით მიულოცა ყველას - მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. სკოლის დირექტორმა, ნინო ჯალიაშვილმა წარმატება უსურვა ყველა მოსწავლეს, პედაგოგს და განსაკუთრებით იმ პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაღეს სკოლის კარი.
პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ, კუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები.
„გილოცავთ ცოდნის დღეს და ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წინ, ერთად წარმატებისკენ!“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი