სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

6 მიზეზი, რომელთა გამოც მასწავლებლობა სხვა პროფესიებს სჯობს
08-01-2023
-
+


მასწავლებლობა ძალიან საინტერესო პროფესიაა. მართალია, ბავშვებთან მუშაობა დიდ ენერგიასა და შრომას მოითხოვს, თუმცა, როგორც თავად პედაგოგები ამბობენ, თუ ამ პროფესიისთვის ხარ დაბადებული, ვერც დაღლას იგრძნობ და არც არასოდეს მოგბეზრდება სკოლის კედლები.

პედაგოგად მუშაობას თავისი უპირატესობები აქვს. შემდეგი 6 მიზეზის გამო კი მასწავლებლობა სხვა პროფესიებზე უკეთესია.

მუდმივად ახალ თაობასთან ურთიერთობა - ამ მიზეზის გამო მასწავლებლისთვის წლები შეუმჩნევლად გადის. ისინი, ვისაც მოზარდებთან აქვთ ურთიერთობა, „არასოდეს ბერდებიან“, ყოველთვის იციან თანამედროვე გამოწვევები და სიახლეების საქმის კურსში არიან.

ძლიერი და განათლებული თაობის აღზრდის შესაძლებლობა - არცერთი სხვა პროფესიის ადამიანს არ აქვს ისეთი გავლენა მომავალზე, როგორც მასწავლებელს. შეიძლება ითქვას, რომ პედაგოგის ხელშია ქვეყნის მომავალი, თუ რა ღირებულებებით აღზრდის მოსწავლეს, რამდენად შეუწყობს ხელს მის პატრიოტად ჩამოყალიბებას, რამდენად კარგი მოქალაქე იქნება შემდეგ მოსწავლე. სწორედ აქედან გამომდინარე, მასწავლებელს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული თავისი როლი, რადგან მის ხელშია, როგორ გავლენას მოახდენს მოსწავლეზე - პოზიტიურს თუ ნეგატიურს.

წინსვლის შესაძლებლობა - სქემის მიხედვით მასწავლებლის სტატუსის 3 სახე არსებობს: უფროსი, წამყვანი და მენტორი. მათ შორის სხვაობა ვალდებულებები და ანაზღაურებაა. მასწავლებელს, რომელიც საწყის საფეხურზე იმყოფება, საშუალება აქვს, სტატუსი აიმაღლოს და ამით ფინანსური მდგომარეობაც გაიუმჯობესოს.

სტაბილურობა - ალბათ, ბევრს შეუმჩნევია, რომ სკოლაში მუშაობენ პედაგოგები, რომლებსაც რამდენიმე თაობა ჰყავთ აღზრდილი, ასწავლიდნენ მამას, შემდეგ - შვილს... ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლობა ერთ-ერთი სტაბილური პროფესიაა. მთავარია, იმუშაო კეთილსინდისიერად და ფეხი აუწყო სიახლეებს.

სამუშაო დატვირთვა - სხვა პროფესიებისგან განსხვავებით მასწავლებლობა იმითაც გამოირჩევა, რომ სამუშაო საათები 10:00-დან 18:00 საათამდე არაა (როგორც უმეტეს სამსახურში). პედაგოგებს სკოლაში ყოფნა მხოლოდ გაკვეთილების განმავლობაში ევალებათ. დღის მეორე ნახევარში კი ისინი თავისუფლები არიან.

შვებულების ხანგრძლივობა - ბევრი პროფესიის ადამიანი ვერ დაიკვეხნის წლის განმავლობაში 40-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით. გარდა საზაფხულო შვებულებისა, მასწავლებლებს ახალი წლის და საგაზაფხულო არდადეგებიც აქვთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება