სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლის საუკუნოვან, საამაყო ისტორიაში კიდევ ერთი ფურცელი იშლება “- ზესტაფონის N1 სკოლაში სასწავლო წელი გრანდიოზული ღონისძიებით დაიწყო
15-09-2022
-
+


ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, გრანდიოზული ღონისძიებით დაიწყო. 

მისი მიმდინარებისას მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო ნომერი შეასრულეს, მათ შორის იყო ქართული ტრადიციული ცეკვები და სიმღერები.

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

„ჩვენი სკოლის საუკუნოვან და საამაყო ისტორიაში იშლება კიდევ ერთი ახალი ფურცელი, დღეს იწყება ახალი 2022-2023 სასწავლო წელი, რომელსაც ვეგებებით სიხარულით, საუკეთესო მოლოდინებით, ახალი გამოწვევებითა და მზაობით, რომ ჩვენ ერთად მასწავლებლები მოსწავლეები და მშობლები ამ რთულ გზაზე გულმოდგინებით, ურთიერთთანამშრომლობით, თავდაუზოგავი შრომით შევძლებთ დასახული მიზნების, წარმატების მიღწევას, ცოდნის მწვერვალების დაპყრობას და გვჯერა, გამარჯვებით დავაგვირგვინებთ კიდევ ერთ წელს.
განსაკუთრებულად ვულოცავთ პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შემოაღეს ცოდნის ტაძრის კარი, ვპირდებით მათ, ყოველი დღე ჩვენს სკოლაში იქნება ბედნიერი, აღმოჩენების, ახალი გამოცდილებისა და ცოდნის შეძენის დღე . ასევე განსაკუთრებულად ვულოცავთ მეთორმეტეკლასელებს , ვუსურვებთ ნაყოფიერ და შედეგიან სასწავლო წელს, ისინი გააგრძელებენ ტრადიციას, შეაღებენ საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების კარს და ღირსეული მამულიშვილები იქნებიან.
პედაგოგებო , მოსწავლეებო, მშობლებო, მშვიდობიან, ნაყოფიერ, ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება